"თქვენი ღლიცინის დრო არ მაქვს..." - პროკურატურის გამოქვეყნებულ მიმოწერაში გობეჯიშვილის პასუხი არ ჩანს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, აწ გარდაცვლილი თედო გობეჯიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მიმოწერაში, რითიც, თითქოსდა მტკიცდება, რომ დაკავებულები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე თედო გობეჯიშვილს "დასაჭერი ხალხის სიით" ემუქრებოდნენ, არაფერია ნათქვამი თავად გობეჯიშვილის პასუხზე: როცა მეგობრები წერენ, რომ ის ხატია დეკანოიძემ "დასაჭერი ხალხის სიაში" შეიყვანა, თედო გობეჯიშვილი პასუხობს: "თქვენი ღლიცინის დრო არ მაქვს", - ამის შესახებ თედო გობეჯიშვილის საქმეზე დაკავებული აკაკი კობალაძის ცოლო. სოფო სოსელია "მთავართან" ამბობს.

ისეთ უსინდისობაზე მიდის პროკურატურა, რაც პარტიამ გაახმოვანა, პირდაპირ იგივე დადო თავის საიტზე. დაარქვა მკვლელობის საქმე, მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი აზრი მოამწიფოს ამისთვის. დღეს უსინდისოდ კიდევ ერთხელ გამოდიან, რა დონის უსუსურები არიან, პასუხი მაინც აჩვენონ თედოსი, მუქარად აღიქვა ეს ყველაფერი და უპასუხა თქვენი ღლიცინის დრო არ მაქვს?! აჩვენონ, გააგრძელონ", - ამბობს აკაკი კობალაძის ცოლი, სოფო სოსელია.

ადვოკატი ბექა ბასიალიაც ამბობს, რომ პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ჩათი არა ბრალდების, არამედ დაკავებულების სასარგებლოდ მეტყველებს. 

"რა სია, რა დასაჭერი პირები, ეს სრული კომიზმია. როგორ შეიძლება მსგავსი ტიპის შინაარსის მესიჯები გამოიყენებოდეს მტკიცებულებად, ეს კიდევ ერთხელ ხაზსს უსვამს, რომ ხუსკივაძე და კობალაძე პროპაგანდის პატიმრები არიან", - თქვა ბექა ბასილაიამ. 

შეგახსენებთ, საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას იპოვეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. იმავე საღამოს დაკითხვებზე დაიბარეს და დააკავეს გობეჯიშვილის მეგობრები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე. 

შსს ამტკიცებს, რომ  კობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობარს, თედო გობეჯიშვილს 50 000 დოლარის სანაცვლოდ აიძულებდნენ, მედიის თანდასწრებით თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდეგ კი, რაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შსს-ს მტკიცებით, მეგობრები მას დაჭერით დაემუქრნენ.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი