ონლაინ შეხვედრები გვექნება "ბაბლთან" სანამ ყველაფერი არ გაირკვევა - ვახო მეგრელიშვილი

გამოქვეყნდა:

"გირჩის" წევრის, ვახო მეგრელიშვილის თქმით, პარტია დღეს, 5 დეკემბერს 8 საათზე პარტიის ლიდერები ამომრჩეველთან ონლაინ შეხვედრას გამართავს და სამომავლო გეგმებს ამ გზით გადაწყვეტენ. მისი თქმით, საჭიროა საუბარი და განხილვა, რის შემდეგაც ყველა დეტალი გადაწყდება.

"დავგეგმეთ, რომ საღამოს 8 საათზე ჩავრთოთ ZOOM და ბაბლს, ჩვენ ყველაზე დიდ ჯგუფს ვესაუბროთ, სერიები გვექნება შეხვედრების ოლაინ, ვიდრე გირჩის სიტუაციას საბოლოო წერტილს არ დავუსვამთ, ყველაფერს არ გავარკვევთ. ვერც ზურა მიდის პარტიიდან, ფიზიკურად არ არსებობს წასვლის მექანიზმი, არც სხვისი, რაც არ უნდა იყოს, ეს წასვლა იქნება, მოსვლა, გაყოფა თუ ფრაქცია ამას სჭირდეა ლაპარაკი", - თქვა ვახო მეგრელიშვილმა. 

იგივე აზრს იზიარებს სანდრო რაქვიაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ თუ ჯაფარიძე მიზეზების ახსნას არ აპირებს, მოთხოვნები გასაგები მაინც უნდა იყოს. მისი თქმით, ბევრი ტექნიკური, იურიდიული და ადამიანური საკითხი ჩნდება. 

დღეს დახურულ ჯგუფში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა ზურა ჯაფარიძემ, სადაც მისი მოთხოვნები გააჟღერა. ჯაფარიძე ამბობს, რომ პრეტენზია სახელ "გირჩზე" და პარტიის Facebook გვერდზე აქვს, სხვა ყველაფერს კი იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს, სანდრო რაქვიაშვილს და მის მხარდამჭერებს დაუტოვებს. 

შეგახსენებთ, რომ 4 დეკემებრს ცნობილი გახდა, რომ პარტია "გირჩი" იყოფა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დაწერა და თქვა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად "გირჩის კეთებას" აღარ აპირებს. 

მოგვიანებით, ვახო მეგრელიშვილმა ის 4 პირობა დაასახელა, რაც მისი თქმით, ჯაფარიძემ პარტიის სხვა წევრებს წუყენა. ჯაფარიძემ გუშინვე აღნიშნა, რომ რჩება "გირჩის" ლიდერად, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები ჯერ უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი