პარლამენტთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კაპანაძე დააკავეს, მან პოლიციელებს მონა უწოდა.

სამართალდამცავებმა რამდენიმე საათის წინ ორი სამოქალაქო აქტივისტიც დააკავა, ნიკა ნარსია და რუსკა მჭერდლიძე, დაკავებულ აქტივისტებს ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისთვის ედავებიან - პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან აღმართულ რკინის დროებით ღობესთან, საბჭოთა სიმბოლიკის - ნამგალისა და უროს დახატვას და წარწერის დაწერას "ბიძინას მონები" ცდილობენ, თუმცა, მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი