კორონავირუსის ვაქცინის ინდოეთში გამოსაყენებლად Pfizer სამედიცინო ავტორიზაციას ელოდება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
აქვე გეტყვით, რომ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობით ინდოეთი - აშშ-ის შემდეგ - პირველ ადგილზეა და ინფიცირებულთა რიცხვი 10 მილიონს აღწევს.
ამერიკული კომპანიის ვაქცინა შემოწმებას ინდოეთის კონტროლის ცენტრში გაივლის. თუმცაღა მაღალჩინოსნები თავიანთ იმედებს არა Pfizer-ისა და Moderna-ს, არამედ ადგილობრივ ვაქცინაზე ამყარებენ.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში მოქალაქეებს სწორედ Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზას სამშაბათს, 8 დეკემბერს გაუკეთებენ.
ვაქცინაცია იწყება რუსეთშიც - მოსახლეობა ადგილობრივად შექმნილი Sputnik V-ით აიცრება.
აქ შეგიძლიათ ნახოთ როგორ მუშაობს COVID-19-ის ვაქცინა ორგანიზმში.