მინსკში გამართულ აქციაზე პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააკავა - პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

ბელარუსის სამართალდამცველებმა დღეს, 6 დეკემბერს, გამართულ საპროტესტო აქციაზე ათობით ადამიანი დააკავეს - მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. მიუხედავად ამისა, პროტესტი მინსკში ალექსანდ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მაინც გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირასაც პოლიციელებმა 300 დემონსტარნტი დააპატიმრეს.

ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და მისი რეჟიმის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს. 

ოქტომბერში, ევროპარლამენტარებმა და ექსპერტებმა ბელარუსში მიმდინარე პროცესების განხილვისას გადაწყვიტეს, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის ქვეყნის ოფიციალური პირები მართლმსაჯულებას გადასცენ.

ბელარუსში პოლიციამ აქცია რეზინის ტყვიებით, ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით რამდენჯერმე დაარბია. 

მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები ამ დრომდე გრძელდება.

თავის მხრივ, ბელარუსის არაღიარებულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ალექსანდრ ლუკაშენკო ანათემას გადასცა

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი