მოსკოვი იმუქრება რომ დააპატიმრებს და სათანადოდ დასჯის ყველა ქართველ ჯარისკაცს, რომელსაც ოსი ხალხისა და რუსი სამშვიდობოების გენოციდში ადანაშაულებს. 

კრემლი ამტკიცებს, რომ გამოიძია და მიაკვლია თითოეული ქართველი სამხედროს სახელს და გვარს, ვინც ოსებისა და რუსების სისხლი დაღვარა.

რუსეთმა შეადგინა ამ ქართველების სია და გადაუგზავნა ჰააგის სასამართლოს იმისთვის, რომ ახლა ევროპამ დაამტკიცოს სამშობლოს ერთიანობისთვის მებრძოლი ჩვენი ჯარისკაცების დანაშაული, გამოაცხადოს მათზე საერთაშორისო ძებნა და ისინი გენოციდისთვის ციხეში ჩაყაროს.

რა თქმა უნდა, რუსეთი არ უმიზნებს მხოლოდ რიგით სამხედროებს. "გენოციდის" მთავარ ავტორებს შორის იგულისხმებიან ხელმძღვანელებიც, რომელთა ბრძანებებსაც ჯარი ასრულებდა. 

კრემლის "შავი სია" საჯარო არ არის, თუმცა ძნელი მისახვედრი არ არის, ვისი სახელები შეიძლება იყოს ამ ჩამონათვალში. 

 

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი