
ევროკავშირი თურქეთისთვის სანქციების დაწესების საკითხს დღეს განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას სამშაბათის კრებაზე სწორედ ის ლიდერები მიიღებენ, რომლებმაც თურქეთი შესაძლო ღონისძიებების შესახებ ოქტომბერშიც გააფრთხილეს.
"მე არ ვიცი არცერთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს შესახებ, რომელიც არ ფიქრობს, რომ სიტუაცია ოქტომბერთან შედარებით გაუარესდა.. ჩვენ დიდი ხანია ვითხოვთ ცვლილებას, რომელიც არ მომხდარა", - ამბობს ევროკავშირის წარმომადგენელი.
სანქციებს თურქეთს კვიპროსთან და საბერძნეთთან ტერიტორიული კონფლიქტის მოგვარებაზე უარის თქმის გამო უწესებენ, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ბუნებრივი აირის მოპოვებისთვის თურქეთმა კვიპროსის ახლომდებარე ტერიტორიებზე გემები შეიყვანა.
დღევანდელ კრებაზე ევროკავშირის წარმომადგენლები თურქეთის მიერ ოქტომბრის დიალოგის შემდეგ კვიპროსთან ნავთობმომპოვებელი გემების ხელმეორედ შეყვანაზე ისაუბრებენ.
"ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, რომლებმაც დიდი ძალისხმევა ჩადეს თურქეთისა და საბრძნეთის ურთიერთობის დალაგებაში, თურქეთის მიერ ოქტომბრის სამიტის შემდეგ გემების ზღვაში ხელმეორედ შეყვანას კარგი რეაქცია არ მოჰყოლია. გერმანულ მოთმინებასაც აქვს საზღვარი", - ამბობენ ევროკავშირში.
შეგახსენებთ, რომ თურქეთისთვის სანქციების დაწესების საკითხს ევროკავშირი სექტემბრის შემდეგ განიხილავს. პროცესმა ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის შესაბამისი ღონისძიებების დაწესებასაც შეუშალა ხელი, როდესაც ევროკავშირის სხდომაზე, იმის გამო, რომ კვიპროსის მოთხოვნა თურქეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ არ დაკმაყოფილდა, განსხვავებით დანარჩენი 26 ქვეყნისგან, მან დამატებითი დრო მოითხოვა ბელარუსის საკითხის შესასწავლად, რაც რესურსების ნაკლებობას მიაწერა.