ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყო

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, აშშ–ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყო. შეხვედრა ამ წუთებში აშშ–ის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს.

მმართველი პარტიიდან შეხვედრას არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებიან. ოპოზიციიდან კი ყველა პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა.

ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად ხელახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა.

  • "ჩვენი სურვილია შეთანხმება შედეგეს და კრიზისი განიმუხტოს, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს, რადგან კრიზისი გაყალბებულმა არჩევნებმა შექმნა" –  ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე
  • "მძიმე პოლიტიკრუი კრიზისიდან საქართველოს გამოსვლა გადის ხელახალ არჩევნებზე" – ამბობს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი
  • "შეიძლება ვერ შევთანხმდეთ და ჩვენ ჩვენ გზას გავუყვეთ, მაგრამ გარკვეული იმედი არსებობს" – ამბობს "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.
  • "არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი შეთანხმების მიღწევაა, წინასწარ იმაზე საუბარი, თუ რა შედეგები დადგება, არ შემიძლია, ყველა მხარემ რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს" – ამბობს ერთ–ერთი ფასილიტატორი, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცერი.

მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 12:00 საათზე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარალებების მეორე რაუნდი 14 ნოემბერს გაიმართა და მას შემდეგ შეხვედრის თარიღი დიდხანს უცნობი იყო.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, ოპოზიციასთან ბოლო, მესამე რაუნდისთვის მოსამზადებელი შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ შეთანხმების მიღწევის რეალურ შესაძლებლობებს ხედავს.

დიპლომატებთან ბოლო შეხვედრის დროს, ერთიანმა ოპოზიციამ  წერილობითი დოკუმენტი შეიმუშავა, სადაც ოფიციალურადაა გაწერილი რას სთავაზობს და რას ითხოვს ქართული ოცნებისაგან. დოკუმენტის დეტალები ცნობილი არ არის.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და მოპოვებული მანდატების მიუხედავად, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. მათი მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნებია, რასაც "ქართული ოცნება" არ თანხმდება და წითელ ხაზს უწოდებს.

აქვე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თამარ ჟვანიას მეთაურობით, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, არჩევნების შედეგები შეაჯამა და ერთპარტიული პარლამენტი დააკანონა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი