განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, დეტალებში ვერ შევალთ - კობახიძე

გამოქვეყნდა:

6 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება.

“ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები. ამაზე არაერთი კომენტარი გავაკეთეთ, ახლაც შემიძლია დავადასტურო. უბრალოდ აქაც დეტალებში ვერ შევალთ გამომდინარე იმ პირობებიდან, რომელიც გვაქვს შეთანხმებული, მათ შორის ელჩების წინაშე, “- ირაკლი კობახიძე 

ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ  განმეორებით არჩევნებს "ოცნება" არ განიხილავს

6 საათი მოლაპარაკებები ელჩების ჩართულობით ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. ცნობილია, რომ ხვალ მეოთხე რაუნდი გაიმართება, სადაც შალვა ნათელაშვილმა , პირადად ბიძინა ივანიშვილის "გამოცხადება" მოითხოვა. 

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ არის პრინციპული პუნქტები, რომელზეც ჯერჯერობით შეთანხმება ვერ ხერხდება. გრიგოლ ვაშაძემ კი თქვა, რომ მთავარ საკითხებზე ჯერ კომპრომისი ჰორიზონტზე არ ჩანს

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი