ნიკა გვარამიას მიმართვის შემდეგ, ოპოზიციაც თანახმაა გააცხადოს რაზეა საუბარი მოლაპარაკებებზე

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას საჯარო მიმართვის შემდეგ - "რაზე მსჯელობს ოპოზიცია ,,ქართულ ოცნებასთან და რატომ დაემსგავსა ეს ყველაფერი ვაჭრობას?" - ოპოზიციაც თანახმაა, გაცხადდეს რაზეა საუბარი დახურულ მოლაპარაკებებზე, ღიად კი ყველა ამბობს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

"საჯაროდ დავაფიქსირებ ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის პოზიციას, ჩვენ არ ვაპირებთ საპარლამენტო მანდატების მიღებას, იმ შემთხვევაში თუ არ დაინიშნება ქვეყანაში ახალი არჩევნები, ოპოზიცია ამ შემთხვევაში მოლაპარაკებებზე წარმოადგენს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ იმ ასი ათასობით ამომრჩეველს, რომელმაც მას მისცა ხმა ამ არჩევნებზე, შესაბამისად, საზოგდოება ითხოვს უფრო მეტ გამჭირვალობას, ყველა დეტალი უნდა გასაჯაროვდეს, მედიაც უნდა დაესწროს ამ პროცესს", –  ამბობს "ენმ–ს" ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.

"იმ ადამიანებმა ვინც არიან ჩართული მოლაპარაკებებში ღიად და მკაფიოდ უნდა განმარტონ რაზეა ლაპარაკი, რა აძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს, ვაჭრობაც იქნება, ბევრი სხვადასხვა თხოვნა აქედან, იქედან, მაგრამ თითოეულმა პოლიტიკოსმა კარგად უნდა გაიაზროს, რა ვითარებაშია დღეს ქვეყანა" ,– ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი წერეთელი.

"შიშები, რომ პატარა საკითხზე გაურიგდება ხელისუფლებ იპოზიციას და რაიმე პრინციპულ პოზიციას დათმობენ, მე ვერ ვხედავ ამის საფრთხეს, პოლიტიკური შეთანხმების გარეშე, არავინ არსად შესვლას არ აპირებს" – ამბობს "სტრატეგია აღმაშენებელის" წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე

ნიკა გვარამიამ, ასევე პოლიტიკოსებს მოუწოდა - დაიშვას მედია ოპოზიციის საერთო შეკრებებზე და მოხდეს პირდაპირი ტრანსლირება, რათა გაირკვეს - "ვინ უგორებს კოჭს ივანიშვილს და ვინ იცავს ხალხის პოზიციას."  

 შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის, ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით დღეს, 8 დეკემბერს უნდა გაგრძელდეს.

ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნების შედეგებს არ ღებულობს და პარლამენტში არ შედის. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებარომ, არჩევნების შემდეგ, პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი