ხალხისგან ფარულად თანხმდებით ჯერ ერთმანეთთან და მერე - "ოცნებასთან" - ნიკა გვარამია ოპოზიციას მიმართვას

გამოქვეყნდა:

 "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ოპოზიციას მიმართავს, გაასაჯაროვონ თუ რაზე მიდის "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებები. ნიკა გვარამია ასევე მოუწოდებს პოლიტიკოსებს, "დაიშვას მედია ოპოზიციის საერთო შეკრებებზე". 

"ღიად და პირდაპირ მივმართავ ოპოზიციას:

რას ნიშნავს დაუსრულებელი არგასაჯაროება და დამალვა, რაზე მიდის მოლაპარაკებები?

რატომ გვამკითხავებთ, ვინ შედის, ვინ არა, ვინ რაზე თანახმაა, ვინ რისი წინააღმდეგია?

თუ თქვენ ვერ ხვდებით, მე გეტყვით: ახლა მიმდინარეობს ოპოზიციის ოცნებიზაცია - ჯერ იმათმა მოგვპარეს ხელისუფლება და ახლა ზუსტად იგივეს აკეთებთ თქვენ - გვპარავთ სიმართლეს და მასთან ერთად ხელისულფებას, ხალხისგან ფარულად თანხმდებით ჯერ ერთმანეთთან და მერე - ქართულ ოცნებასთან.

გახსოვდეთ, ხელისუფლება წაგვართვეს ჩვენ - ხალხს, და არა თქვენ - ოპოზიციურ პარტიებს. თქვენ წარმოადგენთ ხალხს და არა საკუთარ თავს და საკუთარ ინტერესებს. კეთილი ინებეთ და ჩვენც გაგვაგებინეთ რაზე მიდის შეთანხმება/მოლაპარაკებები.

მთავარი არხის სახელით მოვითხოვ (იმედია, სხვა მედიებიც შემოგვიერთდებიან),

Image removed. გასაჯაროვდეს, რაზე მიდის მოლაპარაკებები და რატომ დაემსგავსა ეს ყველაფერი ვაჭრობას;

Image removed. დაიშვას მედია ოპოზიციის საერთო შეკრებებზე და მოხდეს პირდაპირი ტრანსლირება, რათა გაირკვეს, ვინ შედის, ვინ რაზეა თანახმა, ვინ უგორებს კოჭს ივანიშვილს და ვინ იცავს ხალხის პოზიციას." - წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე. 

შეგახსენებთ დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმრთა, რომლის შედეგი მეოთხე რაუნდია, რაც ხვალ გაიმართება. 

6 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ და ირაკლი კობახიძემ თქვეს, რომ ხელახალი არჩევნები არ განიხილება. აქვე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ "საბოლოო ჯამში, მომავალ წელს, ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი".

შეხვედრის დეტალებზე არც ერთი მხარე არ საუბრობს. 

მედიასთან კომენტარი მოლაპარაკებებიდან გამოსულმა ოპოზიციის წევრებმაც გააკეთეს: 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი