თბილისის მერის კახი კალაძის გადაწყვეტილებით, გდლანში ხიზანიშვილის ქუჩაზე, სადაც რეაბილიტაციის შემდეგ გზა ჩავარდა, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება და საქმეს გამოსაძიებლად პროკურატურას გადასცემენ. 

კალაძის თქმით, შიდა აუდიტი რამოდენიმე თვის განმავლობაში იკვლვდა საკითხს.

"შედეგად, დადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე არსებული სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობის გამო, დოკუმენტაციაში იყო სერიოზული ხარვეზები და მთელი ჯაჭვი პრობლემების. რა თქმა უნდა, აღნიშნულ საკითხს ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით, ვლინდება, სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული ამ მოკვლევის შედეგად და რა თქმა უნდა, ეს საკითხი გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცემა", - თქვა კახი კალაძემ. 

კალაძის თქმით, აღნიშნული პრობლემის გამო მერიის ბიუჯეტმა 85 000 ლარით იზარალა.

შეგახსენებთ, რომ ხიზანიშვილის ქუჩაზე გზა 25 აგვისტოს ჩავარდა. მოგვიანებით, თბილისის მერის მოადგილემ თქვა, რომ პრობლემა უხვმა ნალექმა გამოწვია, რომელიც სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი