კობახიძესთან მოლაპარაკება ტერორისტთან და შანტაჟისტთან ლაპარაკის ტოლფასია - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის და გადამდგარი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს ეხმაურება და მბობს, რომ მასთამ მოლაპარაკებები ტერორისტთან და შანტაჟისტთან მოლაპარაკების ტოლფასია.

ბრიფინგზე კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციისთვის არჩევნების შედეგების ერთადერთი ობიექტური შემფასებელი "მთავარი არხი" და ნიკა გვარამია არიან.

"დიდი ბოდიში ოპოზიციასთან და ელჩებთანაც, მაგრამ ამ რეპრესიული ნარატივის და შანტაჟისტ კობახიძესთან მოლაპარაკებები ნამდვილად ტერორისტთან და შანტაჟისტთან მოლაპარაკებების ტოლფასია. და აქსიომაა, რომ ტერორისტებს არ ელაპარაკებიან. აქსიომაა, რომ ჟანტაჟისტებს არ მიყვებიან შანტაჟის სპირალში. წერტილი", - წერს ნიკა გვარამია. 

კობახიძის თქმით, პარტიამ მიიღო გადაწყვეტიელბა საპარლამენტო მანდატები ყველა იმ დეპუტატს შეუწყვიტონ, რომლებიც ამის თობაზე განცხადებით მიმართავენ. მისივე თქმით, დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან. 

მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმანს პირველივე შეკრებისთანავე დააინიცირებენ და სამუშაოდ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოიწვევენ. თუ კომისია გადაცდომას დაადგენს, მაშინ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი