"ლელოს" ოფისში ოოზიციის შეხვედრა დასრულდა. "ტრიბუნას" წევრი, კოტე კემულარია ამბობს, რომ ოპოზიცია ერთიანია და სწორ გზას ადგას. ირაკლი კობახიძის დღევანდელი გამოსვლა კი, სისუსტისა და შიშის გამოხატულებაა.
"კობახიძის დღევანდელი გამოსვლა იყო სისუსტე, გამომჟღავნება შიშისა, რომ ოპოზიციის აზრი არის ერთიანი. ახლა, უბრალოდ, გზებზე არის საუბარი. მე ვთვლი, რომ ყველა ჩამოყალიბდება და იქნება ერთიანი აზრი. მე ვთვლი, რომ ის, ვინც დააზიანა ეს პროცესი და გააყალბა, ამბობს, რომ მე შევქმნი კომისიას და თქვენ გაგიუქმებთ რეგისტრაციას, დაემუქრა თავისუფალ მედიას და ყველას, რომ რაც ხდება, ამ ყველაფერს მე ძალადობით შევცვლი, თქვენ მეამბოხეები ხართ და მე გამოგიძიებთ, ეს იმდენად სისუსტის მაჩვენებელი და ბრახა-ბრუხია, რომ ეს მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ ჩვენ, ოპოზიცია, სწორი გზით მივდივართ", - ამბობს კოტე კემულარია.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ პარალმენტში "ენმ"-ს საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე კანონპროექტი დაინიცირდება.
ასევე, კობახიძის განცხადებით, პარტიამ მიიღო გადაწყვეტიელბა საპარლამენტო მანდატები ყველა იმ დეპუტატს შეუწყვიტონ, რომლებიც ამის თობაზე განცხადებით მიმართავენ. მისივე თქმით, დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან.
ცნობისთვის, პარასკევს, 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა.