დაგვიმტკიცეთ რომ გაყალბდა და დავნიშნავთო... ჩვენ როგორ უნდა დავამტკიცოთ და ჭრელად- ელისაშვილი

გამოქვეყნდა:

ალეკო ელისაშვილი ამტკიცებს, რომ იმ 4 მოთხოვნიდან, რომელიც ოპოზიციას აქვს, "ქართული ოცნება" თანხმდება და უკან იხევს, მოთხოვნებს შორისაა ვადამელი არჩევნების დანიშვნაც.

განცხადება "მოქალაქეებს" ლიდერმა მთავარი აქცენტების" სპეციალურ გადაცემაში საუბრისას გააკეთა.

"ბოლოს თქვეს, რომ დავნიშნავთ, დაგვიმტკიცეთ რომ გაყალბებააო. ახლა ჩვენ უნდა ვივარგოთ და დავამტკიცოთ, რომ გაყალბებაა. როგორ უნდა დავამტკიცოთ და ჭრელად... დეტალებს ნუ მათქმევინებთ. ყველაფერზე მოდიან და არის სანდო მეთოდები, რითაც შეგვიძლია დავუმტკიცოთ", - ამბობს ელისაშვილი.

მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესში "ევროპული საქართველო" საბოტაჟს ეწევა - "შიგნით ბაქრაძე, გარეთ ბოკერია-უგულავა" ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ასევე, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თუ ოპოზიციის პირობები არ შესრულდება, მანდატს დახევს და პარლამენტში არ შევა.

ასევე, "მთავარ აქცენტებში" ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ ორი ირაკლი კობახიძე აღმოაჩინა. მისი თქმით, ელჩებთან შეხვედრის დროს, კობახიძე კორექტული და საქმიანია.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა თავის facebook live-ში თქვა, რომ თუ საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესები ისე შეიცვლება, როგორც ამაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და ექნება გარანტია, რომ შეთანხმება შესრულდება, მაშინ პარლამენტში შესვლას დათანხმდება. 

ცნობისთვის, პარასკევს, 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი