მე აღმოვაჩინე ორი ირაკლი კობახიძე - ალეკო ელისაშვილი

გამოქვეყნდა:

ალეკო ელისაშვილმა ორი ირაკლი კობახიძე აღმოაჩინა. ამის შესახებ მან "მთავარ აქცენტებში" საუბრისას, კობახიძის დღევანდელი განცხადებების შეფასებისას თქვა.

ელისაშვილი ამბობს, რომ ელჩებთან შეხვედრის დროს, კობახიძე კორექტული და საქმიანია:

მე აღმოვაჩინე 2 ირაკლი კობახიძე. იქ არის ძაან საქმიანი, მომზადებული, კორექტული, ჩვეულებრივად ზის მუშაობს, ხოდა აქ რაღაც როლი აქ როგორ ჩანს - ამბობს ელისაშვილი.

ირაკლი კობახიძემ დღეს რეპრესიების მთელი ტალღა დააანონსა. ის დაემუქრა ოპოზიციას დაფინანსების შეწყვეტით, ხოლო ენმ-ს რეგისტრაციის გაუქმებით

ალეკო ელისაშვილის თქმით, იმ 4 მოთხოვნაზე, რომელიც ოპოზიციას აქვს, "ქართული ოცნება" თანხმდება და უკან იხევს. მოთხოვნებს შორისაა ვადამელი არჩევნების დანიშვნა, პოლიტმატიმრების გათავისუფლება, გაყალბებული არჩევნების გადათვლის ეფექტურ მექანიზმის შექმნა.

ასევე, ადასტურებს რომ დღის წესრიგშია სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, როგორც ჩანიშნული საპარლამენტო, ისე - რიგგარეშე.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა თავის facebook live-ში თქვა, რომ თუ საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესები ისე შეიცვლება, როგორც ამაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და ექნება გარანტია, რომ შეთანხმება შესრულდება, მაშინ პარლამენტში შესვლას დათანხმდება. 

ცნობისთვის, პარასკევს, 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი