რატომღაც ტალახს გვესვრიან ისე რომ არ ვიმსახურებთ – იაგო ხვიჩია პარლამენტში შესვლაზე

გამოქვეყნდა:

ხვალ 11 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში პირველი სხდომა გაიმართება. პარტია "გირჩში", რომელიც პარლამენტში შესვლის მსურველთა შორის სახელდება, ამბობენ, რომ პარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევლენ, თუ "ნაციონალური მოძრაობაც" შევა. 

"ნაციონალური მოძრაობის გარეშე, ისე რომ ჩვენ რაც გვინდა იმის მიღწევა იყოს შეუძლებელი, შესვლას აზრი არ აქვს, ჩვენ სულ გვქონდა ესეთი პოზიცია, სულ ვიყავით ამ პოზიციაზე და რატომღაც ტალახს გვესვრიან ისე, რომ არ ვიმსახურებთ" , – ამბობს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია.

ხოლო რა ფორმით ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესში "სტრატეგია აღმაშენებელი" დღეს პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტს.

"ჩვენ ყველაფერს ვცდილობდით, რომ შეთანხმება შედგეს, რადგან "ქართულ ოცნებას" მძევლად ყავს სახელმწიფო და ამ პროცესში "ოცნების" მარტო მიშვება არ შეიძლება. თუ შეთანხმება არ შედგა ვამბობდით და ვამბობთ, რომ პარტია პარლამენტში არ შედის" , – ამბობს "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე,

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა თავის facebook live-ში თქვა, რომ თუ საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესები ისე შეიცვლება, როგორც ამაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და ექნება გარანტია, რომ შეთანხმება შესრულდება, მაშინ პარლამენტში შესვლას დათანხმდება.  შემდეგ კი "მთავარ აქცენტებში" თქვა, რომ პირობების შესრულების შემთხვევაში, რომელიც მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება, პარლამენტში არ შევა.

ცნობისთვის, პარასკევს, 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი