ოთხივე საკითხზე პრინციპში შეთანხმებულები ვართ - ალეკო ელისაშვილი მოლაპარაკებებზე

გამოქვეყნდა:

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებებზე ოპოზიციამ 4 საკითხი დასვა და პრინციპში ხელისუფლებასთან შეთანხმება ოთხივე საკითზე მოახერხა. მისი თქმით, ღიად მხოლოდ პოლიტპატიმრების თემაზე ვერ ისაუბრებს, რადგან სურს, რომ მათ ციხე მართლაც დატოვონ. 

ამ თემაზე ელისაშვილმა კიდევ ერთ Facebook ლაივში ისაუბრა და განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელს "ევროპული საქართველო" არ აწერს, რომელსაც მოლაპარაკებების ჩაშლა უნდა.

"სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, 99% მოთხოვნების, რაც საარჩევნო კომისასთან დაკავშირეით და რაც საარჩევნო წესებთან დაკავშირებით ჩვენ მივიტანეთ, 99%-ზე ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ვეთანხმებით.

ბოლო შეხვედრაზე ქართული ოცნება მოვიდა, ამ პაკეტზე თქვა, რომ დასტურს გაძლევთ არჩევნებთან დაკავშირებით, ყველაზე და გვითხრა, რომ რიგგარეშეზეც თანახმა ვართო. ანუ 4 საკითხიდან გვითხრეს, რომ ოთხივეზე თანახმა ვართო. ოღონდ გადავთვალოთ ნებისმიერი ფორმით და დაგვიდასტურეთ, რომ 1% მაინც გაყალბდაო, როგორც გინდათ ისე დაგვიდასტურეთო, რასაც ენდობით ის მოგვიტანეთო. ამაზე მეტი რა უნდა თქვან, გულზე ხელი დაიდეთ...

ოთხივე საკითხზე პრინციპში შეთანმხებულები ვართ და რა ხდება ახლა, ბოკერიას, უგულავას ხალხი და კიდევ ვიღაც ვიღაცეები ამბობს, რომ ხელს არ მოვაწერთო, შეთანხმება ხომ არის, უნდა მოაწერო ხელი და შეხვიდე პარლამენტში, პირობების შესრულება რომ დაიწყება.

 ახლა ხდება ყველაზე უცნარური ამბავი, რომელსაც ევროპული საქართველო ჰქვია, მაგრამ მავნებელი საქართველოა სინამდვილეში, ბნელი საქართველო არის, როგორც ოპოზიციის შიგნით, ასევე, მოლაპარაკებებზე ცდილობდა მოლაპარაკების ჩაშლას, თავიდან ბოლომდე, პირველი დღიდან, პირველი წინადადებიდან იძახდა არ მინდა, არ მინდა. ახლა არის ერთი სცენარი, წავედით, ამ ისტორიულ შეთანხმებას მივაღწიეთ, ჩვენი რასაც ვითხოვდით ის ყველაფერი დააკმაყოფილეს", - თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა თავის facebook live-ში თქვა, რომ თუ საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესები ისე შეიცვლება, როგორც ამაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და ექნება გარანტია, რომ შეთანხმება შესრულდება, მაშინ პარლამენტში შესვლას დათანხმდება.  შემდეგ კი "მთავარ აქცენტებში" თქვა, რომ პირობების შესრულების შემთხვევაში, რომელიც მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება, პარლამენტში არ შევა.

ცნობისთვის, პარასკევს, 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი