დაახლოებით 3 საათია თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის საქმეზე დაკავებული მისი მეგობრების, აკაკი კობალაძის და აკაკი ხუსკივაძის სხდომა მიმდინარეობს. პროცესი ონლაინ რეჟიმში იმართება.
სასამართლოს ეზოში კი სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა პროტესტის ნიშნად პლაკატები გააკრეს და ბუშტები გაუშევს წარწერით - მონა, რომელიც მოსამართლე ქეთევან კენჭაშვილს ეძღვნებოდა.
"ჩემი დიდი სურვილია, რომ მათ სამართლაინი სასაამრთლოს უფლება მიეცეთ, რამდენად მაქვს ამის იმედი ვერ გეტყვით. სურვილი გავქვს, რომ სხდომა იყოს ღია, რადგან მოქალაქეებმა დაზუტებით გაიგონ რა მტკიცებულებები აქვთ, რას ედავებიან მათ და რამდენად აბსურდული საქმეა", - თქვა აკაკი ხუსკივაძის ცოლმა, ნათია მეტონიძემ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის და აკაკი ხუსკივაძის ნათესავის, ნინო ჭითანავას თქმით, ამ საქმით ხელისუფლება ცდილობს იმ ბნელ პერიოდში დაგვაბრუნოს, სადაც არც სიტყვისთავისუფლება არსებობდა, არც სამართალი.
"ჩვენ გვაქვს უკვე ეჭვი, რომ მოსამართლეს აქვს დავალება მიღებული დღესვე დაასრულოს ეს საქმე და არსებითად განსახილველად გადასცეს, რადგან ხუსკივაძე და კობალაძე, მოგეხსენებათ არიან პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული ოპოზიციუი ძალების მხრიდან, რომლებიც მოლაპარაკბებეზე შეთანმხების მთავარ პუნქტად აყენებენ მათი გათავისუფლების მოთხოვნას", - თქვა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, რომ აკაკი ხუსკივაძემ და აკაკი კობალაძემ "დღის სტუმრის" ეთერში დეტალურად ისაუბრეს იმ გაყალბების სქემებზე, რომელიც ცესკო-ში მოქმედებს. ისინი "მთავარი არხის" ეთერში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჯერ გამოკითხვაზე დაიბარეს, შემდეგ კი დააკავეს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ კობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობარს, თედო გობეჯიშვილს 50 000 დოლარის სანაცვლოდ აიძულებდნენ მედიის თანდასწრებით თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდგ კი რაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შსს-ს მტკიცებით მას დაემუქრნენ.
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ იმასაც, რომ გობეჯიშვილის საქმის მთავარი მოწმე, ზაალ ზაალიშვილი (რომელსაც ხატია დეკანოიძე სუს-ის ოდეერად მოიხსენიებს), ისნის საოლქოს დროებით წევრად დაინიშნა.
ცნობისთვის, "თავისუფლება პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პირებს" - ამ გზავნილით აქცია დედაქალაქის რამდენიმე ნაწილში იმართება.