პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ტაბუ ივანიშვილმა მოხსნა - შეფასებები ნიკა გვარამიას ოჯახის თვალთვალზე 

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ტაბუ მაშინ მოხსნა, როცა ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ ეთერში ილაპარაკა ერთერთი მინისტრის პირად ცხოვრებაზე - ასე აფასებენ ხელისუფლების ოპონენტები ხელისიფლების ხელწერად ქცეულ მეთოდს - უკანონო თვალთვალს, მიყურადებასა და  შანტაჟს მისთვის მიუღებელ პირებსა და მათ ოჯახებზე.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე, კახა კუკავა ნიკა გვარამიას ოჯახის თვალთვალთან დაკავშირებით, წულუკიანის აღიარებას ეხმაურება და ამბობს, რომ წულუკიანი ივანიშვილს ბაძავს:

"ამ ხელისუფლებამ მოხსნა ტაბუ, თავდაპირველად ეს პირადად ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო, როდესაც საკუთარი მთავრობის ერთერთი მინისტრის პირად ცხოვრებას ბრიფინგზე განიხილავდა, წულუკიანი, როგორც ყველაფერში ცდილობს, რომ ივანიშვილს მიბაძოს", - ამბობს კახა კუკავა

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას თქმით, ხელისუფელბის მხრიდან ოპონენტების თვალთვალი სისუსტის და იმ სისტემის დემონსტრირებაა, რომელსაც ხელისუფლება საკუთარი ინტერესებისა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებს. 

"იყენებენ ყველაზე დაუშვებელ  მეთოდს და ფორმას, როგორიც არის შანტაჟი, ოჯახის წევრების აწიოკება, ბავშვების თვალთვალი...ეს არანაირ ნორმაში არ ჯდება და არანაირი გამართთლება არ აქვს. ასეთი შანტაჟით მოქმედება არის არამხოლოდ სისუსტის და უკანონობის მაჩვენებელი, არამედ თვითონ სისტემის ყველაზე მძიმე ფორმის დემონსტრირება", - ამბობს ეკა ბესელია 

შეგახსენებთ, რომ წულუკიანი ნიკა გვარამიას ოჯახზე უკანონო თვალთვალში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს - ნიკა გვარამიას პერფორმანსი გაბომჟებული საცოდაობაა, მზეთუნახავი ჰყავს სახლში? რატომაა გაღიზიანებული - ასე უპასუხა წულუკიანმა დასმულ კითხვას.

მაზე ღია და პირდაპირი მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე არავის გამოუთქვამს ჯერ - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი თეა წულუკიანის კომენტარს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი