ამნისტიის კანონპროექტი იმიტომ არაა ინიცირებული, რომ ოპოზიციას ჟესტი გავუკეთოთ - თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ამნისტიის კანონპროექტს "ქართული ოცნება" იმიტომ არ აინიცირებს, რომ ამით ოპოზიციას რაიმე ჟესტი გაუკეთოს. მისი თქმით, 

"სპეკულაციები ამასთან დაკავშირებით რომ გამოვრიცხოთ, პირდაპირ გეტყვით, ეს კანონპროექტი არ არის ინიცირებული იმისთვის, რომ ამით ოპოზიციას რაიმე ჟესტი გაუკეთეოს საპარლამენტო უმრავლესობამ. მოგეხსენებათ, მაღალი პროფილის საქმეები ვერ იქნება და არ იქნება მოლაპარაკების საგანი, ეს არის მართლმსჯულების საკითხი, ცალსახად", - თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

მისივე განცხადებით, ამნისტიის კანონო არ დაყოფს ადამაინებს პოლიტიკოსებად და არაპოლიტიკოსებად და ისინი მუხლებზე იმსჯელებენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კითხვას, შეეხება თუ არა პარტიის მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი პოლიტპატიმრებს, მათ შორის გიორგი რურუას, პასუხობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა. მისივე განცხადებით, ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობაზე არაფერია მისთვის ცნობილი.

ამ განცხადებას უკვე მოჰყვა პასუხო ოპოზიციაში, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წერვმა, გიგი უგულავამ თქვა, რომ თუ კანონპროექტი გიორგი რურუას არ შეეხება მაშინ ის "საკუთარი ცოდვების გაპრავება" იქნება.

"ქართული ოცნება" კანონპროექტს "ამნისტიის შესახებ" პარლამენტში დღეს, 16 დეკემბერს დააინიცირებს. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს,  ამნისტია შეეხება 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომელთა შორის არ იქნება მკვლელობა, ოჯახში ძალადობა და სხვა მძიმე დანაშაულები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი