ახალი წელი ვიზეიმოთ სახლებში, ვიზეიმოთ მოკრძალებულად, ნუ დავარღვევთ შეზღუდვებს - თურნავა

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ახალი წელი სახლებში, მოკრძალებლად იზეიმონ და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები არ დაარღვიონ. მისი თქმით, ახლა განსაკუთრებით უფრთხილდებიან იმ შედეგებს, რაც შეზღუდვების დაწესების შემდეგ ქვეყანას მცირე ოპტიმიზმის საშუალებას აძლევს,

"მოდის ახალი წელი, ბუნებრივია ჩვენი ტურისტული ინდუსტრიაც იქ სადაც შეზღუდვები მასზე არ გავრცელდეა ასევე ემზადება ამისთვის, მაგრამ ყველას შევახსენებ, განსაკუთრებით სასტუმროებს ეხება ეს, რომ არსებობს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომლის თანახმადაც მკაცრად იკრძალება კულტურული ღონისძიებები მაყურებლის დასწრებით, აქედან გამომდინარე ყველა სასტუმროს ვინც საახალწლოდ ელოდება სტუმრებს შევახსენებთ, რომ ეს შეზღუდვა არის დაწესებული მისი დაცვა მკაცრად მოგვიწევს და რა თქმა უნდა ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ეს ახალი წელი არის განსხვავებული, ეს ახალი წელის შედგება იმ ფონზე, როცა ჩვენ ყოველდღიური სიკვდილიანობა ჯერ-ჯერობით საკმაოდ მაღალი გვაქვს", - თქვა ნათია თურნავამ. 

ამავე თემაზე დღეს, 17 დეკემებერს მთავრობის სხდომაზე კომენტარი გააკეთა პრემიერმა გიორგი გახრიამაც, რომელმაც თქვა, რომ ახალ წელს განსხვავებულად უნდა შევხვდეთ და ღონისძიებები მოკრძალებული უნდა იყოს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 001პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი