ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საზოგადოებაში 24 დეკემბრის შემდეგ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი განწყობაა, რადგან მოქალაქეები ხედავენ, რომ მეორე ტალღა უფრო მეტად კონტროლდება.
"ძალიან ფრთხილად ვაკვირდებით ტენდენციებს, ხვალ მაქვს შეხვედრა არასასურსათო ვაჭრობის სექტორთან და მოვისმენ მათგან თვითონ რა პასუხისმგებლობას იღებენ თავის თავზე და როგორ ხედავენ რიგების მართვის მექანიზმებს, ამის შემდეგ კვლავ შევიკრიბებით, გევქნება მსჯელობა და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს", - თქვა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავამ მანამდე საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე თქვა, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამკაცრება გამართლებულია, თუმცა ასეთ მოდელს არ განიხილავენ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 001პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 პაციენტი გარდაიცვალა.