ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეპრესიების პირველი ნაწილი უკვე დაიწყო, რადგან "ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ" ცესკოს თავმჯდომარისგან უკვე მიიღო წერილი, რომ ამ თვეში დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ.
"სოლოლაკის ბინადარმა კობახიძის ბაგეებით გვამცნო, რომ ის ამყარებს ქვეყანაში დიქტატურას. მთავარმა გამყალბებელმა, თამარ ჟვანიამ, გვამცნო, რომ "ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას" უკვე შეუწყდა დაფინანსება. დაყრდნობა ცოტა სხვა მუხლზე იყო, თუმცა ესეც უკანონო იყო, მაგრამ მიზანი იყო იგივე - შურისძიება", - ამბობს "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა.
ირაკლი კობახიძის მუქარის შემდეგ, პირველი, ვინც მანდატზე უარი თქვა, "გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, იყო. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი კარგად აჩვენებს, შეეშინდა თუ არა ოპოზიციას მმართველი პარტიის შატნაჟის.
"მეხუთე რაუნდი ჩანიშნულიც არ არის. ისედაც, ისეთი რეალობა იყო, არ ვიცი, ჩაინიშნება თუ არა და თუ ჩაინიშნება და არც ის ვიცი, თუ ჩაინიშნება, რამე შედეგით დასრულდება თუ არა. ატმოსფეროზე გავლენას ახდენს, როცა ბრიფინგს ატარებ და ცალსახად ცდილობ, ზეწოლა მოახდინო მოლაპარაკების მეორე მხარეს მჯდომ პირებზე, რომ ისინი პარლამენტში შეიყვანო, გავლენას მოახდენს", - ამბობს "გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.
"ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობაში ერევა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის.
"ეს სანქცია ჩემი და ჩვენი აზრით არის რეგისტრაციიდან მოხსნა. მათ თქვან, რა სანქცია უნდა იყოს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე არ ჩაერიოს. ჟირინოვსკი რომ ჩამოვიდეს და თქვას, "ევროპული საქართველოს" ლიდერი ვარო და გიგა ბოკერიამაც რომ თქვას, რა თქმა უნდა ეს ჩვენი ლიდერი და პრემიერობის კანდიდატიაო, 2 000 ლარი არის შემაკავებელი ფაქტორი?" - ამბობს მამუკა მდინარაძე.
მამუკა მდინარაძეს გიგა ბოკერია პასუხობს და ამბობს, რომ მდინარაძის ლოგიკით, "ქათული ოცნება" დიდი ხნის გაუქმებული უნდა იყოს:
"მაგ ნიშნით, "ქართული ოცნება" უნდა იყოს გაუქმებული, კარგა ხანია, რადგან ღია მხარდაჭერას უცხადებს რუსეთის პოლიტიკური სპექტრი ამ პოლიტიკურ ძალას, მაგალითად, კარასინის განცხადებები შეგიძლიათ ნახოთ და სხვების, რომლებიც მთავრობას აქებენ და მონაწილეობენ მათ საარჩევნო კამპანიასი აქტიურად და ეს ის პოლიტიკური ძალაა, ვინც გავრილოვი დასვა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე", - ამბობს გიგა ბოკერია.
რეპრესიები და სხვა, ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე დააანონსა.
ოპოზიცია კი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგეგებს არ აღიარებს და პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს, რაც გუშინ, 16 დეკემბერს, ოფიციალურადაც დაადასტურა.
ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია: