ხალისი, ბავშვების ჟრიამული, კისკისი - ესაა, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ვირუსს - კალაძე

გამოქვეყნდა:

რა არის ჩვენი მთავარი იარაღი პანდემიასთან ბრძოლის დროს, რა თქმა უნდა, კარგი განწყობა, სულიერი სიმხნევე, ადამიანების სითბო და სიყვარული

"როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, შეშინებულები და დათრგუნულები?! რა თქმა უნდა, არა, ჩვენი მომავლის რწმენა, იმედი, სადღესასწაულოდ მორთული ქუჩები, ერთმანეთისადმი სოლიდარობა, რა თქმა უნდა, დაასუსტებს ამ უხილავ მტერს. ნაძვის ხის ანთების დროს ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ზუსტად ხალისი, ბავშვების ჟრიამული, კისკისი, ეს არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ამ ვირუსს", - თქვა კახი კალაძემ. 

კალაძის თქმით, მერიაში და პირადად ბერვი თხოვნა მიიღეს, რომ კომენდანტის საათებში საახალწლო ილუმინაციები და განათებები არ გამოირთოს. მისი გადაწყვეტილებით, მოქალაქეების თხოვნას შეასრულებენ და დღეიდან თბილისში ილუმინაციები შეზღუდვების დროს აღარ გამოირთვება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა, კახი კალაძემ, რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება კორონავირუსისთვის ომის გამოცხადებით დაიწყო და თბილისი "სოლიდარობის ქალაქად" გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი