კეთილმეზობლური ურთიერთობები სამხრეთ კავკასიაში ნომერი ერთი პრიორიტეტია - გახარია 

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ელჩების კონფერენციაზე სიტყვითგამოსვლისას მთაინი ყარაბაღის კონფლიქტს გამოეხმაურა. გახარიას შეფასებით, დიდი მნიშვნელობა ექნება მომავლისთვის იმ რეგიონულ ცვლილებებს და რეგიონულ განვითარებას, რომლის მოწმეც ყველა გახდა და საქართველომ შეძლო ამ ურთულეს პროცესებში ნეიტრალური პოზიციის დაცვა. 

"აქ ხაზგასნით იყო აღნიშნული ის მნიშვნელობა, რაც მომავლისთვის ექნება მნიშვნელობა იმ რეგიონაულ ცვლილებებს, იმ რეგიონალურ განვითარებას, რომლის მოწმენიც ჩვენ, ყველანი გავხდით. რა თქმა უნდა, ჩვენს დიპლომატიას აქაც მადლობა უნდა გადავუხადოთ. საქართველომ შეძლო ამ ურთულეს პროცესებში ნეიტრალური პოზიციის დაცვა, რამეთუ მოგეხსენებათ, კეთილმეზობლური ურთიერთობები სამხრეთ კავკასიაში ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი ჩვენი ქვეყნისთვის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ნეიტრალიტეტს ჩვენი ქვეყნისთვის", - თქვა გიორგი გახარიამ.

ყარაბაღზე საუბრისას, ამავე კონფერენციაზე, პრეზიდენტმა კი თქვა: "ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა - ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა."

გიორგი გახარიამ თავის სიტყვაში ოკუპაციაზე და ევროატლანტიკურ გზაზეც ისაუბრა: ოკუპაცია უმაღლესი ხარისხის პრიორიტეტია, NATO პრიორიტეტული, ევროკავშირი - ამბიციური 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი