იმის დასამტკიცებლად, რომ კორონავირუსის ვაქცინა უსაფრთხოა პირდაპირ ეთერში ამჯერად აშშ-ს მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი აიცრა.
ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში ჩაიტარეს აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ასევე მოქმედმა ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა.
გეგმის მიხედვით, შტატებში თვის ბოლომდე 20 მილიონი ადამიანი აიცრება, მარტისთვის კი აშშ-ში ვაქცინის 100 მილიონი დოზა იქნება ხელმისაწვდომი, რაც 50 მილიონი ადამიანის იმუნიზაციისთვისაა საკმარისი.
აშშ Pfizer/BioNTech - ის ვაქცინას იყენებს, რომელიც 95%-ით ეფექტურია.