თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, სამგორში უკანონო მშენბოლბასთან კავშირში მერიის ერთ-ერთი თანამშრომელია, მისი განმარტებით, მიწა თვალჭერელიძის ქუჩის მიმდებარედ მერიის თანამშრომლის ცოლმა მიიტაცა.
"ერთ-ერთი თანამშრომელია, კონკრეტული ადამიანის მეუღელა, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო მიწა და უკანონოდ განთავსებული ჰქონდა შენობა-ნაგებობა.... საუბარი იმაზე, რომ თითქოს ჩვენ ხალხი გამოვიყვანეთ საცხოვრებელი სახლებიდან არის ტყუილი", - თქვა კახი კალაძემ.
ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ანა აბაშიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა და კანონიც და მოქმედებაც ამას უნდა ემსახურებოდეს.
"თუ ბრუტალური, არაადამიანურია კანონი, შესაძლებელია ასეთი იყოს, უბრალოდ კანონზე მაღლა დგას კონსტიტუცია, ადამიანის ღირსება და საერთაშორისო ხელშეკრულებები", - ამბობს ის.
კალაძემ დღეს, 23 დეკემბერს ასევე განაცხადა, რომ დაუშვებელია სამართალდარღვევა გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით. მისივე აზრით, თუ ადამიანს თავშესაფარი უჭირს, ეს მიწის მიტაცებას და უკანონო შენობა-ნაგებობის განთავსებას ვერ გაამართლებს.
შეგახსენებთ, რომ მერიამ თვალჭრელიძის ქუჩაზე ნგრევა დღეს, 23 დეკემბერს, დილის 7 საათზე განაახლა. საუბარია 7 ნაგებობაზე, რომელიც თბილისის მუნიციპალური ინპექციის შეფასებით უკანონოა. სახლების დემონტაჟზე ინსპექციამ მოსახლეობას 4 დღე მისცა.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
15 დეკემებრს ე.წ. აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკის გამოყენებით 12 მშენებარე სახლი დაანგრია.