
აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალი, ბენ ჰოჯესი, საქართველოში აშშ-ს ელჩის განცხადებას - არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს - ეხმაურება და ამბობს, რომ კელი დეგნანი მხარს უჭერს ოპოზიციური პარტიების მნიშვნელობას, როგორც დემოკრატიის აუცილებელ ელემენტს.
"ძლიერი, მკაფიო განცხადება თბილისში ჩვენი შესანიშნავი ელჩის, კელი დეგენანის მიერ. ის მტკიცედ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მნიშვნელობას, როგორც ეფექტური ლიბერალური დემოკრატიის აუცილებელ ელემენტს და მთავრობის პასუხისმგებლობას მისი მოქალაქეების წინაშე", - წერს ბენ ჰოჯესი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ პარტიების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ პროექტი იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
ამასთან, 17 დეკემბერს, "ქართული ოცნების" ერთერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც:
აქვე, შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში იგზავნება, თუმცა, "ოცნება" უკანდახევას არ აღიარებს.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" კი ამბობს, რომ ერთპარტიული პარლამენტის მიერ პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის მიზანი ოპოზიციის დასჯაა.