პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყოფა. ამ თემაზე მან მეათე მოწვევის პარლამენტში ისაუბრა.
"ამ საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია, შემიძლია ღიად გითხრათ, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, როგორც იყო ადრე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოეყოფა. ეს დამოკიდებულია იმ საკანონმდებლო პროცედურებზე, რომელიც აუცილებელია და ვფიქრობ, რომ თებერვალს ეს არ გადასცდება", - თქვა გიორგი გახარიამ.
ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში მცირე ტაში მოჰყვა.