ჟვანიას გადადგომას ითხოვდნენ და ელენე ნიჟარაძე გადადგა - მამუკა მდინარაძე ISFED-ზე 

გამოქვეყნდა:

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ISFED-ის ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის თანამდებობიდან გადაყენებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს მისი საქმე არ არის, თუმცა არსებობს კითხვები, რომლებსაც "სამართლიანმა არჩევნებმა" პასუხი უნდა გასცეს:

ჩემი საქმე არ არის უნდა წასულიყო თუ არა და არც არასდროს ჩავერევი კითხვაზე პასუხის დონეზეც კი, მაგრამ რა რეალობა მივიღეთ ამ ქვეყანაში - "ქართულ ოცნებას" და "ცესკოს" აბრალებდნენ არჩევნების გაყალბებას და აღმოჩნდა სკანდალი ის, რომ თურმე, პარალელური დათვლის მონაცემები გაყალბებულა და არა არჩევნები. ითხოვდნენ ჟვანიას გადადგომას და ელენე ნიჟარაძე გადადგა" - თქვა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გამოსაძიებელია ვინ ცდილობდა ISFED-ზე ზეგავლენას და ვინ ჩაერია პარალელური დათვლის შედეგების (PVT) გაყალბებაში. მდინარაძემ ისრები ტრადიციულად ოპოზიციისკენ გადაიტანა და თქვა რომ PVT ოპოზიციამ რევოლუციური სცენარისთვის გამოიყენა.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ბორდმა ელენე ნიჟარაძის გადაყენების გადაწყვეტილება ორგანიზაციის გადარჩენის მიზნით მიიღო.

მათივე თქმით, საეჭვოა, რომ "ქართული ოცნების" წევრებმა, მათ შორის, ირაკლი კობახიძემ, PVT-ის დათვლის ხარვეზი ორგანიზაციაზე ადრე იცოდა.

ცნობისთვის, ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე თანამდებობიდან დღეს გადააყენეს. ნიჟარაძეს უფლებამოსილება სამეურვეო საბჭომ შეუჩერა. 

"სამართლიანი არჩევნები" სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც არჩევნების დასრულების შემდეგ 1 თვეში განაცხადა, რომ ალტერნატიული დათვლის ალგორითმში შიდა აუდიტმა ხარვეზი აღმოაჩინა და არჩევნებზე, პარტიების მიერ მიღებული მონაცემები შეცვალა.

"სამართლიანი არჩევნების" ჩასწორებული შედეგი, დაახლოებული იყო ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებთან.

შედეგების შესწროებამდე რამდენიმე დღით ადრე, გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მმართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა და შეხვედრაც შედგა.

ავტორი
ნათია გოგსაძე
მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი