"სამართლიანი არჩევნების" მიერ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ყოფილმა თავჯდომარემ, ელენე ნიჟარაძემ თქვა, რომ მისთვის თანამდებობის დატოვება პრობლემა არ იყო, თუ ეს ორგანიზაციის რეპუტაციას დაიცავდა. ნიჟარაძის თქმით, სამეურვეო საბჭოს ბორდმა მას გადაწყვეტილება გააცნო, თუმცა რაიმე მოთხოვნა წასვლის შესახებ არ დაყენებულა.
"რაც შეეხება ჩემ გადადგომის საკითხს მე მიმაჩნია რომ რადგან ამან ასეთი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაც მოსალოდნელი იყო და ამისთვის მზად ვიყავით რომ როდესაც საზოგადოებაში ინფორმაციის კომუნიკაცია მოხდებოდა ეს გამოიწვევდა მღელვარებას... რადგან გამოიწვია ამან ასეთი აზრთა სხვადასხობა, აჟიოტაჟი შეიქმნა გაჩნდა კითხვები ორგანიზაციის რეპუტაციის მიმართ, მე ჩავთვალე რომ ჩემთვის მთავარია ორგანიზაციის რეპუტაცია ამ ორგანიზაციაში 9 წელია ვმუშაობდი, ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობის დატოვება, თუ რაღაცნაირად დაიცავს ორგანიზაციის რეპუტაციას", - ამბობს ელენე ნიჟარაძე, სამართლიანი არჩევნების ყოფილი თავჯდომარე.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე თანამდებობიდან გუშინ გადააყენეს.
აქვე გეტვყით, რომ "სამართლიანი არჩევნები" სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც არჩევნების დასრულების შემდეგ 1 თვეში განაცხადა, რომ ალტერნატიული დათვლის ალგორითმში შიდა აუდიტმა ხარვეზი აღმოაჩინა და არჩევნებზე, პარტიების მიერ მიღებული მონაცემები შეცვალა.
"სამართლიანი არჩევნების" ჩასწორებული შედეგი, დაახლოებული იყო ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებთან.
შედეგების შესწროებამდე რამდენიმე დღით ადრე, გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მმართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა და შეხვედრაც შედგა.