ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა - კობახიძე ISFED-ზე

გამოქვეყნდა:

მთავარი, რაც ორგანიზაცია ISFED-მა დაადგინა, არის ის, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილი ხარვეზი  "ადამიანური შეცდომა" იყო. ბორიდს წევრი, ბაია პატარაია გამორიცხავს, რომ ეს შეცდომა ყოფილიყო დაგეგმილი. გამგეობის დასკვნით, შეცდომაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრება ერთი მხრივ, ISFED-ის პარალელური დათვლის კოორდინატორს, დირექტორის მოადგილეს და მეორეს მხრივ, NDI-ის ვაშინგტონის ოფისის ექსპერტებს. 

მთავარი შეცდომა ის იყო, რომ  ISFED-ის ოფისმა ვაშინგტონის ოფისს წერილობით არ მისწერეს, რომ საქართველოში არ ითვლება ბათილი ბიულეტენები. ამ ყველაფერმა კი საბოლოოდ, ის შედეგები გამოიწვია, რაც მოხდა.

"არანაირი ოპოზიცის ჩარევა, ეს არის სუფთა სპეკულაცია, მესმის, რომ მმართველ პარტიას ძალიან აწყობს ამ თემის სპეკულაცია და აქტუალურობის შენარჩუნება. პირველ რიგში, მემგონი ორგანიზაციის დისკრედიტაციის მიზნით, რასაც წლებია აკეთებენ. გამოვრიცხავ რაიმე ჩარევას, ეს იყო ადამიანური შეცდომა, რომ შეიყვანეს ბათილი ბიულეტენები", - თქვა ელენე ნიჟარაძემ. 

ნიჟარაძე ისევ ამბობს, რომ არაფერს გამორიცხავს, რადგან ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ მიყურადება ჩვეულებრივი პარაქტიკაა და ამ კითხვას "ქართულმა ოცნებამ" უნდა უპასუხოს. მისი განცხადებით, გამოძიების დაწყება სასაცილოა, რადგან გაუგებარია რა მუხლით უნდა აღიძრას საქმე.

მმართველი პარტიისთვის ISFED-ის ახსნა-განმარტება მიუღებელია და ისინი გამორიცხავენ, რომ ეს ადამიანური შეცდომა იყო. 

"დღეს ვიხილეთ PVT-ში დაშვებული სიყალბის კიდევ ერთი აღიარება, თუმცა, სამწუხაროდ, მოვისმინეთ ძალიან სუსტი განმარტება ამ სიყალბის მიზეზების შესახებ. თქვენ გახსოვთ, ოპოზიციის რა მასშტაბის პროპაგანდა მოჰყვა რამდენიმე დაუბალანსებელ ოქმს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიებმა, მათ შორის ოპოზიციონერი კომისიის წევრების ხელმოწერების თანხლებით, გადაუგზავნეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.როდესაც საკმაოდ მსხვილი ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციას აბარია ერთადერთი საარჩევნო ოქმის შედგენა (ვგულისხმობთ PVT-ის მონაცემებს) და ამ ოქმს უხეშად დაუბალანსებელი სახით აქვეყნებს, ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ამგვარი ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

კობახიძის თქმით, როდესაც ორგანიზაცია უშვებს ერთდროულად ორ უხეშ ხარვეზს, აქ თავის მოტყუება უკვე ძალიან რთულია. 

ოპოზიცია არ გამოირცხავს, რომ "ქართული ოცნება" არასამთავრობო ორგანიზაციაზე ფარულ მიყურადებას ახორციელებდა.

ISFED-ის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ელენე ნიჟარაძემ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ  მისთვის თანამდებობის დატოვება პრობლემა არ იყო, თუ ეს ორგანიზაციის რეპუტაციას დაიცავდა. ნიჟარაძემ კატეგორიულად გამორიცხა ბრალდება, რომ შეიძლება ის ოპოზიციასთან ერთად მოქმედებდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 დეკემბერს, სამეურვეო საბჭომ თავმჯდომარეს, ელენე ნიჟარაძეს უფლებამოსილება შეუჩერა. 

ცნობისთვის,"სამართლიანი არჩევნები" სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც არჩევნების დასრულების შემდეგ 1 თვეში განაცხადა, რომ ალტერნატიული დათვლის ალგორითმში შიდა აუდიტმა ხარვეზი აღმოაჩინა და არჩევნებზე, პარტიების მიერ მიღებული მონაცემები შეცვალა.

"სამართლიანი არჩევნების" ჩასწორებული შედეგი, დაახლოებული იყო ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებთან.

შედეგების შესწროებამდე რამდენიმე დღით ადრე, გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მმართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა და შეხვედრაც შედგა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი