საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატებს ოპოზიციიდან, ვინც ბოიკოტის რეჟიმშია და უარს ამბობს მანდატებზე, ასევე, საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობაზე, დეკემბრის ხელფასი ჩაერიცხათ. მართალია, ოპოზიციიდან ხელფასი ყველას არ მიუღია, მაგრამ ცნობილია, რომ ისინი, ვისაც ჩაერიცხა, უკან, ხაზინაში თანხის დაბრუნებას გეგმავენ, ნაწილმა კი ეს უკვე გააკეთა. 

ელენე ხოშტარიამ თანხა სრულად დააბრუნა ხაზინის ანგარიშზე, ხოლო ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ საფიქრალი გაუჩნდა, რა უყოს ამ თანხას.

ჩარიცხვასთან დაკავშირებით ასევე, კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემაც, რომელსაც "მთავარმა არხმა" ჰკითხა, რას ნიშნავს, როცა ერთი მხრივ,რეგისტრირდება კანონპროექტი ბოიკოტზე წასული პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების მოხსნაზე და მეორე მხრივ კი მანდატებზე უარის მთქმელ დეპუტატებს ხელფასები ერიცხებათ.

არსებობს ხელფასის უკან დაბრუნების მექანიზმი და თუ არ უნდათ ეს თანხა, ეს მექანიზმი გამოიყენონ, რა პრობლემაა, - თქვა მან,

რაც შეეხება პარლამენტის აპარატს, განმარტება მანაც გააკეთა. მათი ინფორმაციით, არსებობს დეპუტატთა კუთვნილი ხელფასის უკან დაბრუნების მექანიზმი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრებს საერთოდ არ სურთ შრომის ანაზღაურების მიღება, მაშინ მათ წერილით უნდა მიმართონ პარლამენტის აპარატს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი