მიწების დატაცება უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით - კახი კალაძე

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო მიწაზე უკანონო შენობა ნაგებობების განთავსება შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს. თბილისის მერიS, კახა კალაძის თქმით, სხვანაირად მშენებლობების გაკონტროლება შეუძლებელი იქნება. 

"არსებული კანონმდებლობა არის სუსტი და ვერ ზღუდავს სამწუხარო ფაქტებს, რომლებიც მრავლად გვაქვს ქალაქში. მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ინივიატივა და დარწმუნებული ვარ იქნება პარლამენტის მხარდაჭერა. უახლოეს მომავალში დაიწყება ამ კანონის განხილვა, იმიტომ რომ მიწების დატაცება უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულით. სხვანაირად შეუძლებელია ამ ყველაფრის მოწესრიგება", - ამბობს კალაძე. 

უკანონო შენობებში მცხოვრები მოქალაქეები კი ამბობენ, რომ კანონს ვერ დაემორჩილებიან, რადგან სხვა საცხოვრებელი ფართი მათ არ გააჩნიათ. 

კალაძემ  23 დეკემბერს ასევე თქვა, რომ დაუშვებელია სამართალდარღვევა გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით. მისივე აზრით, თუ ადამიანს თავშესაფარი უჭირს, ეს მიწის მიტაცებას და უკანონო შენობა-ნაგებობის განთავსებას ვერ გაამართლებს.

შეგახსენებთ, რომ მერიამ თვალჭრელიძის ქუჩაზე ნგრევა 23 დეკემბერს, დილის 7 საათზე განაახლა. საუბარია 7 ნაგებობაზე, რომელიც თბილისის მუნიციპალური ინპექციის შეფასებით უკანონოა. 

ასევე შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს,  მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

15 დეკემებრს  ე.წ. აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკის გამოყენებით 12 მშენებარე სახლი დაანგრია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი