დაიწყონ მიწის მთავარი მიმტაცებლით, ივანიშვილით - ოპოზიცია კალაძის ახალ კანონპროექტზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის მიერ გაჟერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც დაუკანონებელ მიწაზე სახლის აშენება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება, ოპოზიციაში შერჩევით სამართალს უწოდებენ და ამბობენ, რომ თუ ეს კანონპროექტი ძალაში შევა მაშინ ის "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ პირებსაც უნდა შეეხოს.

"ჩვენ გვახსოვს საბანაძის შემთხვევა, შს მინისტრის მოადგილეს უკანონოდ დაკავებული მიწა "გაუპრავეს" და გაუფორმეს, როგორ მისი საკუთრება. ასევე ჩვენ გვინახავს, როცა კალაძე 1 ლარად მის ნათელ მირონს გადასცემს 16 მილიონის ქონებას. თუ ეს კანონი, ეს სიგიჟე მართლა მიიღეს მოდი დაიწყონ საბანაძეებიდან, შურღაიებიდან, კალაძე-წულაიებიდან და გააგძელონ მთავარი მიწის დამტაცებელი რომ არის ამ ქვეყანაში - ბიძინა ივანიშვილით", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი, "ენმ"-ს წევრი.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ კანონპროეტზე თბილისის საკრებულოში ისაუბრა, მისი თქმით "მიწების დატაცება უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულით. სხვანაირად შეუძლებელია ამ ყველაფრის მოწესრიგება".

კალაძემ  23 დეკემბერს ასევე თქვა, რომ დაუშვებელია სამართალდარღვევა გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით. მისივე აზრით, თუ ადამიანს თავშესაფარი უჭირს, ეს მიწის მიტაცებას და უკანონო შენობა-ნაგებობის განთავსებას ვერ გაამართლებს.

შეგახსენებთ, რომ მერიამ თვალჭრელიძის ქუჩაზე ნგრევა 23 დეკემბერს, დილის 7 საათზე განაახლა. საუბარია 7 ნაგებობაზე, რომელიც თბილისის მუნიციპალური ინპექციის შეფასებით უკანონოა. 

ასევე შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს,  მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

15 დეკემებრს  ე.წ. აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკის გამოყენებით 12 მშენებარე სახლი დაანგრია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი