ადამიანებზე ზრუნვის ნაცვლად, შსს თვითონ გახდა კრიმინალი - აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალი სამოქალაქო აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გააპროტესტეს. 

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას თელავში მომხდარი მკვლელობა და სხვა გამოუძიებელი საქმეები შეახსენეს და თქვეს, რომ პოლიციამ საქართველოში საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ფუნქცია დაკარგა, რადგან ხალხის ნაცვლად, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

"შსს, იმის ნაცვლად, რომ ზრუნავდეს ადამიანის უსაფრთხოებაზე, თვითონ გახდა კრიმინალი. გუშინ თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ მოკლა ერთი ადამიანი და დაჭრა მეორე. ამ სისტემის ხელმძღვანელი დაკავებული არის ოლიგარქის უსაფრთხოებით, ხოლო მისი თანამშრომლები გადასული არიან ადამიანების ხოცვაზე", - ამბობს აქციის მონაწილე, ალიკა კუპრავა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობის შემთხვევა ერთერთი ადგილობრივის, დავით ლაჩაშვილის, სახლში, დაბადების დღის წვეულების შემდეგ, წუხელ მოხდა.

საქმეზე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც დასტურდება, რომ დაკავებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეა: "მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ".

დაკავებული პოლიციელი ბრალის ოფიციალურად წარდგენის მოლოდინშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი