ვერ გეტყვით რა დაესიზმრა ბატონ თალაკვაძეს - ოპოზიცია "სტატუს კვოს" ცვლილებას უარყოფს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის "სტატუს-კვო მალე შეიცვლება" კიდევ ერთხელ უმეორებენ, რომ ისინი პარლამენტში შესვლას ხელახალი არჩევნების ჩატარებამდე არ აპირებენ. 

"ძალიან რთულია არასერიოზული ადამაინის არასერიოზულ კომენტარებზე კომენტარის გაკეთება, მითუმეტეს, როდესაც ამ არასერიოზულ ადამიანს ადამიანს არავინ არაფერს არ ეკითხება. ნამდვილად ვერ გეტყვით რა დაესიზმრა ბატონ არჩილ თალაკვაძეს ეტყობა საახალწლო ზეიმი ცოტა ადრე დაიწყო. არაფერი შეცვლილა, საქართველოს ოოპოზიციამ არაერთხელ დაამტკიცა რომ არის ერთიანი და მიზანდასახული მათ შორის ბოიკოტის რეჟიმში", - ამბობ ლევან თარხნიშვილი, ევროპული საქართველოს წარმომადგენელი. 

შეგახსენებთ, რომ "ოცნების" კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, არჩილ თალაკვაძემ, დღეს თქვა, რომ ფიქრობს, რომ "უახლოეს თვეებში პარლამენტი უკვე იქნება ზუსტად ისეთ ფორმაში, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია." მსგავსი მოლოდინები წარსულში ჰქონდათ მდინარაძესაც და მათიკაშვილსა თუმცა ხელისუფლების ოპონენტები, როგორც თავად ამბობენ, სამი ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი