
თბილისის მერმა ე.წ აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ალუაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადასცა. ეს მას შემდეგეც, რაც 15 დეკემბერს მერიის ინსპექტირების სამსახურმა, აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა და 12 ოჯახს სახლები დაუნგრია.
კახა კალაძემ ალუაშვილების ბინის გადაცემა, საკუთარი Facebook-ის გვერდზე პირდაპირი ეთერის
მეშვეობით საზოგადოებას შეატყობინა.
"ახლა ვიმყოფებით ალუაშვილების ოჯახში. ეს კონკრეტული სახლი ჯერ მათ არ უნახავთ... გუშინ მოხდა მოწყობა მოწესრიგება, დასუფთავება, ავეჯის შემოტანა. ომიკო თავისი ძმებით, დებით და მამით ძალიან მალე გვესტუმრება", - თქვა კახა კალაძემ
ცნობისთვის, კალაძე ასევე ამბობს, რომ ე.წ. აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ადამიანები, სახლების დემონტაჟის შემდეგ უსახლკაროდ არ დარჩენილან.
"კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ის რაც აფრიკის დასახლებაში მოხდა, სადაც მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებარე შენობა-ნაგებობს დემონტაჟი გაუკეთა, კიდევ ერთხელ მიდნა ავღნიშნო და ხაზი გავუსვა იმას, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩენილა საცხოვრებლის გარეშე. ეს იყო ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც სახელწმიფოს მიტაცებულ მიწებზე ხდებოდა უკანონოდ მშენებლობა, ახლა აღარ დავიწყებ კიდევ ერთხელ იმის ახსნა-განმარებების გაკეთებას თუ, როგორი მიდგომები, როგორი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვართ ალუაშვილების ოჯახში", - ამბობს კალაძე
16 დეკემბერს, კალაძისგან მამა-შვილისათვის ბინის ჩუქების ფაქტი, ოპოზიციამ პიარულ სვლად და დანაშაულის გამოსყიდვის მცდელობად შეაფასა.
შეგახსენებთ, 15 დეკემბერს ე.წ აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟის დროს პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
სახლების დანგრევიდან რამდენიმე საათში მერმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ არცერთი შენობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო, შესაბამისად, არასწორია ბრალდება მერიის მიმართ, რომ უწყებამ ადამიანები ღია ცის ქვეშ, უსახლკაროდ დატოვა.