ციხის ადმინისტრაცია, ივერი მელაშვილს ადვოკატისთვის, წერილის აგადაცემის უფლებას არ აძლევს, ადვოკატი, ედუარდ ამრიკაშვილი განმრტავს, რომ პატიმრს მისთვის, საქმეზე მომზადებული ანლიზი და დამუშავებული მასალა წერილობით უნდა გაეგზავნა. ადმინისტრაცია კი განმარტავს, რომ წერილი პირადი ხასიათის იყო.
ადვოკატი აცხადებს, რომ ადმინსტრაციამ წერილი წაიკითხა, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებების უხეში დარღვევაა.
"ნომერ მე-8 პენიტენციური დაწესებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა ივერი მელაშვილის უფლებების უხეშ დარღვევას, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უფლება არ მისცეს მას, რომ ჩემთვის გადმოეცა საქმის მასალებთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებული ანალიზი, მე ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტების ჩემთვის გადმოცემამდე ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ნახეს, შეამოწმეს მისი შინაარსი, რაც არის უმძიმესი დარღვევა, ვინაიდან მათ არ აქვთ უფლება გააკონტროლონ ბრალდებულის და ადვოკატის კომუნიკაცია შინაარსობრივად", - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.
ადვოკატის თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი, პოლიტიკური და სახელმწიფო ინტერესებია საქმის მიმართ და პენიტენციურმა წერილი სწორედ შინაარსის მიუღებლობის გამო არ გადასცა.
"პირადული ნამდვილად არ იქნებოდა, ძალიან გამიკვირდა, რომ არ გამოატანეს ეს წერილი, ალბათ მანდაც მითითება იყო რაიმე, რომ ხელი შეეშალათ. ადვოკატს შეტანილი ჰქონდა ციხის ადმინისტრაციის სახელზე განცხადება, რომ ვინაიდან მეუღლესთან შეხვედრის უფლება არ გვაქვს, შეხვედრის უფლება სატეელფონო წუთებზე გადაცვლილიყო, ალბათ ჯერ არ გააკეთეს, რადგან თვე მთავრდება და თუ ეს არ გააკეთეს, მაშინ ეს წუთები დაიკარგება", - ამბობს ივერი მელაშვილის ცოლი.
მომხდართაn დაკავშირებით, ადმინისტრაციას საჩივრით ადვოკატმა უკვე მიმართა. საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველის ინსტუტუტმაც.
კარტოგრაფები, ვერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტია ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა, 2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.