თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, დაახლოებით 18 ათასი ტაქსის მძღოლი მიიღებს მოკლეტესქტურ შეტყობინებას, თუ სად შეეძლებათ კორონავირუსზე სწრაფი ტესტის გაკეთება. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"ისინი დაექვემდებარებიან სწრაფი ანტიგენით ტესტირებას, დაახლოებით, 18 ათასი ტაქსის მძღოლი SMS-ის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ სად შეეძლებათ ტესტირების ჩატარება, რა თქმა უნდა, ტესტირება მათთვის იქნება უფასო. მნიშვნელოვანია ყველანაირად დაზღვებულები ვიყოთ, თვითონ ტაქსის მძღოლებიც და ისინიც ვინ ტაქსით სარგებლობს", - თქვა კახი კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ უფასო ტესტირება ტაქსის მძღოლების გარდა შეეთავაზათ ყველა კონფესიის სასულიერო პირებსაც.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 494 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 პაციენტი გარდაიცვალა.
შემთხვევების რეგიონალური განაწილება შეგიძლიათ ნახოთ აქ.