თელავის პოლიციასთან გამართულ საპროტესტო აქციას სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები, 1 იანვარს თელავში მომხდარ ინიციდენტს აპროტესტებენ, რომლიის დროსაც კარავში, სადაც აქტივისტები ღამეს ათევდნენ ავტომობილი შეეჯახა.

დღევანდელ აქციაზე აქტივისტებმა თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან სამმართველოს შენობასთან გადაინაცვლეს და კარვის გაშლას შეეცადნენ. შეხლა-შემოხლის დროს დააკავეს გივი ცინცაძე, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

აქციის მონაწილეები პოლიციის უფროსთან შეხვედრას და მათ წინააღმდეგ მომხდარ ფაქტზე დამნაშავის დასჯას მოითხოვდნენ.

"ეჭვმიტანილია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც 31-ში ღამე მძინარე ხალხს შეუვარდა მანქანით კარავში და იძახიან, რომ ეს ადამიანი არ არის. თუ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე იქვე არის უამრავი კამერა, ამოიღონ ჩანაწერები და გვანახონ, ვინ არის კონკრეტულად დამნაშავე", - ამბობს აქტივისტი ნიკა ნარსია 

აქცია ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. 

აქვე შეგახსენებთ, რომ აქცია თელავში, "კარვების ინიცდენტის" გამოძიების მოთხოვნით გაიმართა. საქმე ეხება გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად გაშლილი კარვებს, რომელსაც ახალი წლის ღამეს მანქანით შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საქმე მაღალჩინოსნებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ აქტივისტები პოლიციის უფროსთან შეხვედრას და მათ წინააღმდეგ მომხდარ ფაქტზე დამნაშავის დასჯას მოითხოვდნენ.

ავტორი: ია გულიაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი