2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დაფიქსირებულმა ინფექციამ, COVID-19-მა, მსოფლიოს ქვეყნებს ახალი დღის წესრიგი დაუდგინა.
მთელი მსოფლიო მოიცვა და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
დღეს ადამიანების უმეტესობა 2020 წელს დაკარგულად მიიჩნევს. გაუქმდა დიდი სპორტული ღონისძიებები, დაცარიელდა დიდი ქალაქები... ცხოვრება გაჩერდა.
ადამიანების ლექსიკონში ახალი სიტყვები გაჩნდა:
და ასევე გავმდიდრდით ახალი ჩვევებით, რომელთაგან ზოგმა ძველები ჩაანაცვლა.
კორონავირუსმა ადამიანების გარჩევა არ იცის და მისი გადატანა მსოფლიო ლიდერებსაც მოუხდათ, მათ შორის დონალდ ტრამპს, ემანუელ მაკრონსა და ბორის ჯონსონს.
კიდევ ერთი სიახლე 2020 წელს დისტანციური სწავლება და მუშაობა იყო. ამ პერიოდმა ისიც დაგვანახა, თუ რამდენად შეუძლია კაცობრიობას ასეთ რეჟიმზე პერმანენტულად გადასვლა, რადგან აშკარად გამოჩნდა, რომ ზოგიერთი მოვალეობის შესასრულებლად სახლიდან გასვლა სულაც არ არის საჭირო. თუმცა, არსებობს სფეროები, რომლებშიც დისტანციური მუშაობა არ გამოდის და მათ ამ პანდემიამ ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა. ყველაზე მეტად ეს ტურისტულ და სარესტორნო ბიზნესს ეხება, თუმცა არა მხოლოდ მათ. უმუშევრად ისეთი კომპანიების თანამშრომლებიც დარჩნენ, როგორებიცაა "დისნეი" და "კოკა-კოლა". ამ უკანასკნელმა საერთოდ თავისი გლობალური სამუშაო ძალის 17% დაითხოვა.
ბოლო მონაცემებით, გლობალურად ამ ახალი სენით 80 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა, რომელთაგან 70% გამოჯანმრთელდა, ხოლო 2% გარდაიცვალა. თუმცა, 2020 მაინც ოპტიმისტურად სრულდება. მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა ვაქცინა შექმნეს და საყოველთაო იომუნიზაცია უკვე დაწყებულია აშშ-სა და ევროკავშირში.
აქვე შეგიძლიათ ნახოთ: