2020 წელს მსოფლიო ახალ კორონავირუსთან ერთად შეხვდა, სიტყვა რომელიც 2020 წელს ყველაზე ხშირად დაიგუგლა, სწორედ – კორონავირუსია.

როგორ დაიწყო 2020:

2019 წლის 31 დეკემბერს, ჩინეთმა ქალაქ ვუჰანში პნევმონიის შემთხვევების მატების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

2020 წლის 1 იანვარსვე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განსაკუთრებული შემთხვევების მართვის ჯგუფი შექმნა და სულ რაღაც 30 დღეში, მათ მსოფლიოს 18 ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელება დაადასტურეს.

ვირუსის გავრცელების სიჩქარისა და დაღუპულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, 2020 წლის 11 მარტს WHO-მ კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად ცნო.

" ღრმად შეშფოთებულები ვირუსის გავრცელების და სისასტიკის გამო, რომლის წინაშეც უძლური ვართ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19–ს ცნობს პანდემიად" – WHO.

კორონავირუსმა სრულად შეცვალა მსოფლიო წყობა, პოლიტიკა, ადამიანების ყოველდღიურობა:
შეწყდა ქვეყნებს შორის ფრენები, ეკონომიკა გაჩერდა, გაჩნდა სახლში დარჩენის, პირბადის ტარების, სოციალური დისტანციის რეკომენდაციები. ქალაქები სრულად დაცარიელდა; ადამიანებს განსხვავებულ ახალ რეალობაში და ახალ წესებთან ერთად ცხოვრება უწევთ.

15 მარტს რომის პაპ ფრანცისკეს ადამიანებისგან გაცლილი ვატიკანის დალოცვა მოუწია.

25 მარტს ტოკიოში ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა და იაპონიის ოლიმპიური ჩემპიონატი გადაიდო.

2020 წლის 26 მარტს, მსოფლიოს ლიდერებმა კორონავირუსის გარშემო დისკუსიისთვის, ვიდეო–კონფერენცია გამართეს. ონლაინ ე.წ. ზუმ–შეხვედრები, მას შემდეგ, მსოფლიოს ყოველდღიურობის ნაწილია.

აპრილში მსოფლიოში ვირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 1 მილიონს გადააჭარბა, ამ დროისთვის კი 81 მილიონზე მეტია.

ნიუ იორკი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრად გადაიქცა, გარდაცვლილები საერთო სასაფლაოზე დაკრძალეს.

სექტემბერში, მსოფლიოში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1 მილიონს მიაღწია. 

ნოემბერში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, თქვა, რომ COVID-19–ით ევროპაში ყოველ 17 წამში 1 ადამიანი კვდება.

კორონა-პოლიტიკა და პოლიტიკა კორონობაში:

დალოქდაუნებული მსოფლიოს მიუხედავად, მართალია შეიცვალა პოლიტიკური პროცესების წარმართვა, და ის ონლაინ რეჟიმში გადავიდა, მაგრამ დიდი პოლიტიკა კვლავინდებურად გრძელდებოდა:

2020 წლის 4 იანვარს, დონალდ ტრამპის ბრძანებით ირანელი გენერალი, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ყასემ სულეიმანი მოკლეს, რასაც ირანში საპროტესტო აქციები და აშშ–ის მისამართით მუქარა მოჰყვა. ამერიკის მოქალაქეები პრეზიდენტმა ტრამპმა ირანიდან გამოიხმო.

2021 წლის მოახლოებასთან ერთად, სულეიმანის წლისთავიც ახლოვდება და აშშ–ში ირანიდან საფრთხეს ისევ ელიან.

2020 წლის იანვარში მსოფლიოს ყურადღება დიდმა ბრიტანეთმაც მიიპყრო.

31 იანვარს, ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ევროკავშირი დატოვა, თუმცა ევროკავშირის სავაჭრო წესები გაერთიანებულ სამეფოში წლის ბოლომდე მოქმედებდა, ამიტომ ბრექსიტი, თან დასრულდა თან არა.

5 დეკემბერს მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებაზეც შეთანხმდნენ.  24 დეკემბერს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა პოსტბრექსიტულ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს, რითიც დასრულდა უთანხმოება მათი სამომავლო ბიზნეს საქმიანობასა და თევზაობის უფლებებთან დაკავშირებით.

აქვე, ბრიტანეთზე:

სანამ ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებდა, იანვარშივე, ბრიტანეთის სამეფო ოჯახი, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დატოვეს, მათ სამეფო პრივილეგიებზეც უარი თქვეს.

დაუსრულებელ ბრექსიტს თან გასდევდა, ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა , რომელიც რამდენჯერმე დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ჯონსონს ახალი კორონავირუსი უკვე აპრილში გადატანილი ჰქონდა, მას კოვიდ–ინფიცირებულ პოლიტიკოსთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში ყოფნა მეორედ უკვე ნოემბერშიც მოუწია.

წლის ბოლოს კი, პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას ბოდიში მოუხადა, რომ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის გამო საშობაო საყიდლები ჩაიშალა და ზომები გამკაცრდა. კორონავირუსის ახალი ვარიანტი, VOC-202012/01, დეკემბრის ბოლოსთვის, ევროპის 8 ქვეყანაში დაფიქსირდა.

2020 წელს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, არაერთი აქცია გაიმართა:

ეპიდაფეთქების და სოციალური დისტანციის მკაცრი წესების მიუხედავად,  კორონავირუსმა ვერც საპროტესტო ტალღები შეაჩერა;

  • აშშში ხმაურიანი აქციები, პოლიციელის მიერ აფროამერიკელი მამაკაცის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. პროტესტმა, არა მარტო აშშ–ის არამედ, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ბრაზილიის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის და სხვა ქვეყნების ქუჩები მოიცვა, დემონსტრანტები სლოგანით Black Lives Matter” რასობრივ დისკრიმინაციას აპროტესტებდნენ.
  • ბელარუსში, მასობრივი პროტესტი, აგვისტოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება. მოქალაქეები ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ბელარუსის აქციები პოლიციამ ტყვიებით, ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით რამდენჯერმე დაარბია. 

ევროპარლამენტარებმა და ანალიტიკოსებმა ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის ქვეყნის ოფიციალური პირები მართლმსაჯულებას გადასცეს. ხოლო ბელარუსის, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ალექსანდრ ლუკაშენკო ანათემას გადასცა.

  • კომენდანტის საათის მიუხედავად, საფრანგეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა ტერორისტულ აქტს, რომელმაც ფრანგი მასწავლებელი, ბავშვებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენების გამო, იმსხვერპლა. აქციას ლოზუნგებით, „მე ვარ შარლი“ და „მე ვარ სამუელი“ ფრანგი პოლიტიკოსებიც შეურთდნენ და გამოხატვის თავისუფლება დაიცვეს.
  • აქციები მოეწყო მსოფლიოს ქალაქებში, კორონავირუსის საკარანტინო ზომების წინააღმდეგაც. გერმანიის ქალაქ შტუტგარდში 8 აგვისტოს საპროტესტო აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა და ხელისუფლება მოქალაქეების უფლებების დარღევაში დაადანაშულა. პირველი აქცია საკარანტინო შეზღუდვების გასაპროტესტებლად ბერლინში, 1 აგვისტოს გაიმართა. 
  • აქციები იყო მოლდოვაშიც. 20 000 მდე მოქალაქის პროტესტის შემდეგ მოლდოვის პრო რუსი“ მთავრობა გადადგა. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში კი პროევროპელმა მაია სანდუმ გაიმარჯვა.

ლის მთავარი საპრეზიდენტო არჩევნები:

აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად 15 დეკემბერს დამტკიცდა, მასთან ერთად გაიმარჯვა კამალა ჰარისმა, რომელიც აშშ–ის ისტორიაში პირველი ქალი და ამავდროულად, შავკანიანი ვიცე–პრეზიდენტია. ყოველი პატარა გოგო ხედავს, რომ აშშ შესაძლებლობების ქვეყანაა - კამალა ჰარისი.

აშშ–ის 46–ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება, იქამდე კი შობა თეთრ სახლში, ოჯახთან ერთად,  დონალდ ტრამპმა აღნიშნა. ტრამპებმა თეთრ სახლში მადლიერების დღეც იზეიმეს.

გარდა პრეზიდენტისა 2020 წელს, აშშში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეც შეიცვალა, რადგან თანასწორობის სიმბოლოდ ცნობილი ამერიკელი მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი გარდაიცვალა.

აშშის სენატმა უზენაესი სასამართლოს ახალ მოსამართლედ დონალდ ტრამპის წარდგენილი,  ემი ბარეტი აირჩია. ყოფილი პროფესორი ემი ბარეტი, აშშ–ის ისტორიაში მეხუთე ქალია, ვინც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.

2020 წელს დანაკარგების გარეშე არ ჩაუვლია

არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, დიდი დანაკლისი იყო, ლეგენდარული NBA-ს კალათბურთელის კობი ბრაიანტის გარდაცვალება, რომელიც შვილთან ერთად, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

დიდი დანაკარგი იყო ფეხბურთშიც. არგენტინელი დიეგო მარადონა 60 წლისა გულის შეტევით გარდაიცვალა. კასა როსანდოს სასახლიდან დიეგო მარადონა უკანასკნელ გზაზე მილიონობით გულშემატკივარმა გააცილა.

არიან იღბლიანებიც, თუ ამას იღბალი ქვია:

წელს სიკვდილს ნამდვილად გადაურჩა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომლიც აგვისტოშინოვიჩოკისნერვული აგენტით მოწამლეს. დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურები ნავალნის მოწავლაში კრემლს ადანაშაულებდნენ, კრემლი თავისთავად ფაქტს უარჰყოფს. ვლადიმერ პუტინი ამბობს -  რუსეთის სპეცსამსახურებს ნავალნის მოკვლა რომ მოენდომებინათ, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენრამდენიმე დღის წინ კი, ნავალნიმ თვითონ დაურეკა თავის მკვლელს, რომელმაც რუსეთის ხელისფულების მხრიდან მისი მოწამვლა დაადასტურა.

რეგიონი:

2020 წლის 10 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებთან ერთად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი. რუსისამშვიდობო ძალებიყარაბაღის ტერეტორიაზე განლაგდნენ. შეთანხმების მიხედვით, სომხეთს აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის ტერიტორიების გადაცემა მოუწია. კავკასიაში, მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამხედრო დაპირისპირება  27 სექტემბერს განახლდა, დაიღუპა რამდენიმე ასეული ადამიანი.

წელს პუტინმა თავი რუსული „სპუტნიკის“ ვაქცინითაც დაგვამახსოვრა, რომლის გაკეთებაზეც თავადვე თქვა უარი, მიუხედავად მისივე მტკიცებისა, რომ ვაქცინა მუშაობს და კორონავირუსზე მისი შვილიც აიცრა.

ნამდვილი ვაქცინა:

აშშ–ის Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა კი, რომელიც 95%-ით ეფექტური აღმოჩნდა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ–მ უკვე დაამტკიცეს. ვაქცინაცია ბრიტანეთში დაიწყო, თავდაპირველად 96 წლის მარგარეტ კენანი და უილიამ შექსპირი აიცრნენ. კორონავირუსზე პირდაპირ ეთერში აიცრნენ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, აშშ–ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტი მაიკ პენსი, და აშშ–ის მთავარი ეპიდემოლოგი ენტონი ფაუჩი.

აქ ნახეთ – როგორ მუშაობს COVID–19–ის ვაქცინა და როგორ ვრცელდება ორგანიზმში კორონავირუსი.

ვაქცინის გამომგონებელი იმედოვნებს, რომ ვაქცინა, კორონავირუსის წინააღმდეგ, რომელმაც ანტარქტიდასაც მიაღწია, 2021 წლის ზაფხულისთვის უკვე საგრძნობლად ამოქმედდება, რის შედეგადაც, მომავალი წლის ბოლოს ნორმალური ცხოვრება გვექნება.

დედამიწის მიღმა:

2020 წლის დასასრულს, 21 დეკემბერს, საქართველოს და მსოფლიოს ყურადღება ცაზე ორმა მანათობელმა, იუპიტერმა და სატურნმა მიიპყრო, მათი გაერთიანება ბოლოს თვალხილული 800 წლის წინ იყო.

ორი მანათობელის გაერთიანებას შობის ვარსკვლავსაც უწოდებენ, ლეგენდის თანახმად ცაზე იუპიტერის და სატურნის ერთობა ბეთლემამდე მოგვების მეგზური იყო და ამიტომ, ქრისტეს შობის მაუწყებელია.

და შობა, განსხვავებული შობა:

წელს, პანდემიის პირობებში, ქრისტიანული სამყარო, შობას განსხვავებულად შეხვდა. აქვე ნახეთ პირველი შობა კორონავირუსთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

2020 წელი ყველაზე ცუდ წლად, უკვე შეაფასა, ჟურნალმა TIME-მა.

ჩვენ კი, დამღლელი და დამთრგუნველი წლის ბოლოს, ჯანმრთელ და ხალისიან 2021-ს გისურვებთ.
 

ავტორი: მარიტა ნარსია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი