ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში ვირუსის ახალი შტამის დაფიქსირება საგანგაშო არ იქნება, თუ სახელმწიფო პოლიტიკას შეცვლის და ჯანდაცვის სისტემა სათანადოდ მოემზადება.
რეკომენდაციები უცვლელია - სოციალური დისტანცია, ჰიგიენის დაცვა და პირბადის ტარება.
"იმდენად სწრაფად ვრცელდება მთელს მსოფლიოში, რომ საქართველოშიც, დიდი ალბათობით, დღეს თუ არა, ხვალ მსგავსი შტამი დაფიქსირდება. თუმცა არსებითად არც გადაცემის გზა იცვლება, არც სიმპტომები და მიმდინარეობა. მთავარია, ქვეყანა იყოს მზადყოფნაში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ "ლოქდაუნიც" ვერ გამოიყენეს ეფექტურად", - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
"გვექნება ახალი შტამები, მაგრამ ეს არ ცვლის დამოკიდებულებას. მექანიზმები იგივეა - დისტანცია, ნიღაბი... ეს არის დამცავი მეთოდები. შტამზე დიდი ყურადღების გამახვილება არაა საჭირო, მაგრამ სამედიცინო ინფარსტრუქტურა უნდა იყოს მზად. თუ სწორად იმართება, პრობლემები არ შეიქმნება", - ამბობს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ სურგულაძე.
ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი და უფრო სწრაფად გავრცელებადი ვარიანტი პირველად ინგლისში აღმოაჩინეს, შემდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშიც, მოგვიანებით კი ევროპის 8 ქვეყანაში.
რა ვიცით COVID-19-ის ახალ ვარიანტზე შეგიძლიათ ნახოთ აქ.