ისრაელი ისევ პირველია ვაქცინაციის სისწრაფით - ქვეყანამ Moderna-ც დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

DW-ის ინფორმაციით, ისრაელმა Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა და მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა - აშშ-სა და კანადის მერე - რომელიც ხალხს სწორედ ამ ვაქცინით აცრის.

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა Moderna-ს 6 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა. აქვე გეტყვით, რომ 100 000 მოსახლეზე აცრილთა რაოდენობით ისრაელი მსოფლიოში პირველ ადგილზეა - მას მოსდევს ბაჰრეინი და ბრიტანეთი.

ბოლო მონაცემებით, 1.37 მილიონმა ადამიანმა იმუნიზაციაში მონაწილეობა უკვე მიიღო. ცნობისთვის, ისრაელში ვაქცინაცია 19 დეკემბერს დაიწყო - ყოველდღიურად, დაახლოებით, 150 000 ადამიანი იცრება; პირველ რიგში, მათ შორის არიან - 60 წელს გადაცილებულები, ჯანდაცვის სფეროში მომუშავეები და სხვადასხვა თანმდევი დაავადებების მქონე პირები. 

შეგახსენებთ, რომ პირველი ადამიანი, ვინც ისრაელში აიცრა, პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, გახდა.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ შემაჯამებელი სტატია და გადაავლოთ თვალი, თუ რა გზა გაიარა საქართველომ და მსოფლიომ კორონავირუსთან ერთად 2020 წელს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი