მხარს ვუჭერ მშვიდობიან პროტესტს, თუმცა ძალადობა და შტურმი მიუღებელია - მაიკ პომეო

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვაშინგტონში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს გამოეხმაურა;

"კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმი მიუღებელია, კანონის დაუმორჩილებლობა და შევარდნა აქ და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში - ყოველთვის მიუღებელია, მე უამრავ ქვეყანაში მიმოგზაურია და ყოველთვის მხარს ვუჭერ მშვიდობიან პროტესტს და ადამიანების გამოხატვის ნებას, თუმცა ძალადობა და სხვების საფრთხის ქვეშ დაყენება, მათ შორის მათი, ვისი ვალიც ყველა ჩვენგანისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა - აუტანელია, როგორც შინ ისე საზღვარგარეთ"  - დაწერა ტვიტერზე მაიკ პომპეომ. 

კიდევ ერთ ტვიტში, სახელმწიფო მდივანი წერს, რომ ამერიკაზე იმაზე უკეთესია, ვიდრე ის რაც დღეს ხდებოდა, იმ ადგილას, "სადაც მე კონგრესის წევრად მიმსახურია და მინახავს საუკეთესო დემოკრატია".

მიმდნარე დაპირსპირებაზე, კაპიტოლიუმიდან ევაკუირებულმა მაიკ პენსმა თქვა რომ "ძალადობა და დესტრუქცია უნდა შეწყდეს". 

კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრას გამოეხმაურა პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც  - შოკირებული ვარ უპატივცემლობით, რაც დღეს ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა გამოავლინა ჩვენი ინსტიტუციების, ტრადიციების და სამართალდამცავების მიმართ

სხვა გამოხმაურებები შეგიძლიათ ნახოთ - აქ.

შეგახსენებთ, დღეს როდესაც კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტად ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინათ, დემონსტრანტები შეიჭრნენ, იყო სროლაც - დაჭრილი ადამიანი გარდაიცვალა. 

დაპირსპირებიდან რამდენიმე საათში სპიკერმა ნენსი პელოსიმ კი თქვა, რომ ყველაფრის მიუხედავად, მას შემდეგ რაც შენობა გაიწმინდება არჩეული პრეზიდენტის გამარჯვებას კონგრესის წევრები მაინც გააფორმებენ .

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი