
ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმზე თავდასხმისას მიღებული დაზიანებების გამო გუშინ, 7 იანვრის ღამე პოლიციელი დაიღუპა. გარდაცვლილი ოფიცერი ბრაიან სიკნიკია, რომელიც კაპიტოლის დაცვის სამსახურს 2008 წელს შეუერთდა.
"ოფიცერი სიკნიკი ოთᲮშაბათს, 6 იანვარს, კაპიტოლში მიმდინარე ძალადობრივი პროტესტის შეჩერებას ცდილობდა, მაშინ როდესავ პროტესტანტებთან ფიზიკური შეხება მოუხდა", - ამბობს კაპიტოლის პოლიცია ოფიციალურ განცხადებაში.
აქვე გეტყვით, რომ თავდასხმის შედეგად დაშავდა მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის მინიმუმ 14 წევრი. ორი საავადმყოფოში მოათავსეს, ერთმა სერიოზული დაზიანებები მიიღო ხალხის ბრბოში მოხვედრის შემდეგ, მეორეს კი სახეზე ჭურვი მოხვდა.
არეულობის და დაპირისპირების დროს ერთი ქალი დაიჭრა და აგრდაიცვალა, მიმდებარე ტერიოტრიაზე არულობის დროს კი კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის მოვლენები თანმიმდევრობით: