მოქმედი ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება

გამოქვეყნდა:

დონალდ ტრამპის ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი, ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ СNN ავრცელებს. 

კვირის დასაწყისში პენსისგან გავიგეთ, რომ ის მზად იყო ცერემონიაზე დასასწრებად და მოწვევას ელოდებოდა. პარასკევს კი ბაიდენმა თქვა, რომ მოხარული იქნებოდა თუ ნახავდა მოქმედ ვიცეპრეზიდენტს ინაურუგაციაზე. 

"ვფიქრობ, მნიშნელოვანია, რომ განვაგრძოთ მთავრობის ცვლილების პროცედურა ისე, როგორც ისტორიის განმავლობაში... ჩვენთვის პატივი იქნება თუ მაიკი იქ [ინაუგურაციაზე] იქნება და განვაგრძობთ ტრანზიციაზე მუშაობას", - თქვა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი. დონალდ ტრამპმა კი 8 იანვარას თქვა, რომ ინაუგურაციის ცერემონიალს არ დაესწრება. თუ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი მართლაც ასე მოიქცა, ის აშშ–ის ისტორიაში, ჯონ ადამსის, ჯონ ქუინსის და ენდრიუ ჯონსონის შემდეგ, მე–4 პრეზიდენტი გახდება, ვინც ძალაუფლების გადაბარებას არ დაესწრო. 

შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს, კაპიტოლიუმზე თავდასხმისას, მაიკ პენსი შენობიდან საგანგებოდ გამოიყვანეს. ამას წინ უსწრებდა მისი განცხადება, რომლითაც თქვა, რომ ბაიდენის პრეზიდენტად გაფორმებას ხელს ვერ შეუშლიდა, რამაც ტრამპი გააღიზიანა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი