პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას კონტექსტის გაყალბების პრაქტიკაც დაემატა - მდინარაძე კონგრესმენის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

კონგრესმენ გრეგორი მიქსის გაფრთხილებას "ქართულ ოცნებაში" "ზოგად პასუხად" მოიხსენიებენ. ამ თემას ჯერჯერობით მხოლოდ მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და "ფეისბუქზე" დაწერა, რომ  - პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას კონტექსტის გაყალბების პრაქტიკაც დაემატა...

ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკელი კონგრესმენის ზოგადი პასუხი (რომელსაც ბუნებრივია ყველა ეთანხმება), ქვეყნის შიგნით ზოგიერთი ოპოზიციური მედიასაშუალების მიერ ისე იქნა გამოყენებული, თითქოს ეს კონკრეტულ მოცემულობას შეეხებოდა.
პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას კონტექსტის გაყალბების პრაქტიკაც დაემატა...
წერს მდინარაძე

უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ძალაუფლება მშვიდობიანად გადაეცეს - ეს განცხადება კონგრესმენმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში გააკეთა. ოპოზიციის შეფასებით, ეს განცხადება ადასტურებს, რომ სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მოლოდინი აქვს. ქართველი ექსპერტები კი ამბობენ, რომ ქვეყანამ ბაიდენის ადმინისტრაციისგან ამით პირველი გაფრთხილება მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი